"Porsche Taycan საუკეთესო ელექტრომობილი" - "პორშე ცენტრი თბილისის" ახალი კამპანია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალბათ უკვე შენიშნავდით თბილისის ქუჩებსა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფერის მხატვრულ-ინფორმაციულ ბანერებს, რომლებზეც მსოფლიოში საუკეთესო ელექტრომობილი - Porsche Taycan-ია გამოსახული. კრეატიული, ინოვაციური, ესთეტიკური და ინფორმაციული კამპანია, ისეთი, როგორიც თავად მოდელია, "პორშე ცენტრი თბილისის" მიერ დაიგეგმა.
ბანერები, რომლებიც გლობალური კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, "პორშეს" პირველი სრულად ელექტრიფიცირებული მოდელის, Porsche Taycan-ის, უნიკალურობას წარმოგვიდგენს. ეფექტური პრინტებით და წარწერით, Taycan-ი სხვადასხვა იდეალებთან არის გაიგივებული. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სრულად ელექტრო პორშე ტაიკანი მსოფლიოს საუკეთესო ელექტრომობილია.
თამარ ხოსროშვილი, "პორშე ცენტრი თბილისის" მარკეტინგის მენეჯერი: "კამპანია, რომელიც ახლახანს ჩავუშვით, მიმართულია პორშეს სრულად ელექტრო ტაიკანის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ. თითოეული ბანერი მარტივი და კრეატიული გზით გადმოგვცემს თუ როგორია ტაიკანი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გამორჩეულ შესაძლებლობებს.
კრეატიულ პრინტ კამპანიას ამყარებს ის ვიდეო კამპანია რომელიც ასევე Porsche Taycan-ის შესახებ შევქმენით და სადაც მეტად რაციონალურად, კონკრეტული ფაქტების, მიღწევებისა და მაჩვენებლების დემონსტრირებით აღვწერეთ, ის, თუ რატომაა Porsche Taycan საუკეთესო ელექტრომობილი.
როგორც წინა კამპანიის გამოცდილებამ გვაჩვენა, დაინტერესება კვლავ დიდია პორშეს ყველაზე ინოვაციური მოდელის მიმართ და ვფიქრობ, აღნიშნული კამპანია კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს ტაიკანთან დამეგობრების სურვილს."
Taycan არის პორშეს პირველი, სერიული, სრულად ელექტრიფიცირებული მოდელი, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა იდეალური სპორტული ელექტრომობილი მიეღო. 2019 წელს, როდესაც პორშე ტაიკანი პირველად გამოჩნდა მსოფლიოში, ის იყო პირველი და ერთადერთი ელექტრომობილი 800-ვოლტიანი ბატარეით. ტაიკანს ერთი დამუხტვით 450 კმ-ის გავლა შეუძლია.
Porsche Taycan 40-ზე მეტი ჯილდოს მფლობელი ელექტრომობილია, როგორც "ყველაზე ინოვაციური მოდელი". ის ასევე გინესის მსოფლიო რეკორდსმენია - ელექტრო ძრავით ყველაზე გრძელი, უწყვეტი დრიფტის გავლაში. Taycan-მა 55 წუთის განმავლობაში 210 შემოვლა განახორციელა 200-მეტრიანი დრიფტის წრეზე და, სულ, 42 კილომეტრი დაფარა. Taycan-მა გამორჩეული სპორტული შესაძლებლობები "ნიურბურგრინგის" ლეგენდარულ ტრასაზეც დაამტკიცა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული სარბოლო ზოლი, რომლის სიგრძეც 20,6 კმ-ია, ტაიკანმა, სულ რაღაც, 7 წუთსა და 33 წამში დაფარა.
ოთხკარიანი სპორტული ელექტრომობილი, მართვის ისეთივე დინამიკური და ამაღელვებელი გამოცდილებით გამოირჩევა, როგორითაც პორშეს ლეგენდარული 911. სრულად ელექტრო Porsche Taycan-ის Turbo S-ს 761 ცხენის ძალა აქვს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/ს-ია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ/სთ – 2.8 წმ.
Porsche Taycan აერთიანებს ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც სათანადო მეგზურობას გაგიწევთ თავგადასავლების ძიებაში: მართვის რეჟიმები, მაღალი კლირენსი, ტევადობა, სიმძლავრე და სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელი სისწრაფე, რომელიც დინამიკური აჩქარების შესაძლებლობას იძლევა.
გერმანული ბრენდის ელექტრიფიცირებული მოდელის, Porsche Taycan-ის, შეძენა "პორშე ცენტრი თბილისის" შოურუმშია შესაძლებელი. მომხმარებელს საშუალება აქვს, კონფიგურატორის დახმარებით თავად შექმნას თავისივე ოცნების ავტომობილი.
პორშე ცენტრი თბილისი "თეგეტა ჰოლდინგის" ერთ-ერთ მიმართულებაში, "თეგეტა ქარსში" შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "პორშე ცენტრი თბილისი" უზრუნველყოფს.