Sponsored Content

POSTRED Academy-ს ორგანიზებით საქართველოს ოსკაროსანი ფილმების ხმის დიზაინერი ესტუმრება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

POSTRED Academy

22 აპრილს POSTRED Academy ორგანიზებით ოსკაროსანი ფილმის Dallas Buyers Club-ისა და Big Little Lies-ს ხმის დიზაინერი გევინ ფერნანდესი სასტუმრო "რუმსის" Central Room-ში, 11:00 საათზე "Audio Post-production Masterclass" გამართავს.

მასტერკლასის მიზანია კინო ინდუსტრიაში მოღვაწე ქართველებს და დაინტერესებულ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა საერთაშორისო დონის არტისტებისგან მიიღონ გამოცდილება, გაიზიარონ ცოდნა და ჰოლივუდში მოღვაწე პროფესიონალებისგან შეიტყონ როგორია მათი სამუშაო პროცესი და როგორ შეძლონ კოლაბორაცია საერთაშორისო სტუდიებთან და პროფესიონალებთან.

ღონისძიების ფარგლებში გევინ ფერნანდესი ისაუბრებს როგორ იქმნებოდა და იქმნება ხმა ფილმებისთვის, როგორია პერსონალის იერარქია ფილმის აუდიო/ვიდეო ჩაწერისას, რა ხელსაწყოები და ცოდნაა საჭირო კინო გადაღებისათვის, რა საფეხურებისგან შედგება ხმის დიზაინი, როგორ იწყობა ფილმის აუდიო ნაწილი, რა ფორმატებში მუშავდება აუდიო მასალა, როგორი სტანდარტებია აუდიო პოსტ-პროდუქციის ბაზარზე, როგორ ხდება ბიუჯეტირება და განრიგის კონტროლი, რა უნარებია საჭირო ამ სფეროში სამუშაოდ.

Film Industry Meetups-ის ფარგლებში წლის განმავლობაში მრავალი ღონისძიება გაიმართება და კინო ინდუსტრიით დაინტერესებული საზოგადოება სამომავლოდ უფრო და უფრო მეტ პროფესიონალს გაიცნობს.

მასტერკლასი ინგლისურად წარიმართება და მასზე დასწრება შეზღუდულია სივრციდან გამომდინარე, ამიტომ აუცილებელია რეგისტრაციის გავლა:

https://forms.gle/GNiBXcWp92Ttv77c7

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
თიბისი, აჭარა ჯგუფი, ქ.თბილისის მერია, შემოქმედებითი საქართველო

მედია პარტნიორები: Entrepreneur, Marketer.ge, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ფორმულა, რუსთავი 2, Sakartvelo Insight

+995 557 048 500 | ani.g@postredacademy.com | postredacademy.com