Prime Fit - ახალი და კომფორტული ფიტნეს კლუბი აუზით ყველაფერი, რაც საჭიროა ვარჯიშისა და დასვენებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Prime Fit კლუბს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ვარჯიშისა და დასვენებისთვის.
კლუბი მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71 (საბურთალოს რაიონი)
სავარჯიშო დარბაზი, რომლის ფართობია 400 მ2 და რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტრენაჟორებით, აქვს თავისუფალი წონების ზონა, კარდიო ზონა და ფუნქციონალური ვარჯიშის ზონა.
გარდა ამისა, ფიტნეს კლუბ Prime Fit-ში ფუნქციონირებს ორი დიდი დარბაზი ჯგუფური პროგრამებისთვის, რომლებშიც ტარდება 40-ზე მეტი სახის ჯგუფური ვარჯიში კვირაში: იოგა, პილატესი, გაწელვები, აერობიკა და სხვა. ჯგუფური ვარჯიშები შედის კლუბის აბონემენტის ფასში.
კლუბში დაგხვდებათ სხვადასხვა სირთულის დონის Საცოცი კედელი 4 ტრასით, კედლის სიმაღლე 14 მეტრია. ვარჯიში საცოც კედელზე შეუძლიათ როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვებისთვის 6 წლის ასაკიდან. კლუბის წევრი იქნება უზრუნველყოფილი ყველაფერით, რაც მას დასჭირდება Საცოც კედელზე ვარჯიშისთვის: დაზღვევა, მაგნეზია, სპეციალური ფეხსაცმელი.
კლუბის აბონემენტში ასევე შედის საცურაო აუზი, რომელშიც სამი ბილიკი და დასვენების ადგილებია წარმოდგენილი ჰიდრომასაჟითა და ჩანჩქერით. აუზში ტარდება პერსონალური და ჯგუფური ვარჯიშები ცურვასა და აკვა აერობიკაში. აუზს აქვს დიდი ლაუნჯ-ზონა შეზლონგებით, ასევე ცალკე თერმული სპა მამაკაცებისთვის და ქალებისთვის, დიდი საუნა, ჰამამი და დასვენების ოთახები.
ბავშვებისთვის გამოყოფილია საბავშვო აუზი, რომელშიც არის ცალკე მიმღები, გასახდელები და მოსაცდელი ზონა მშობლებისთვის. საბავშვო აუზის სიღრმეა 90 სმ, ხოლო წყლის ტემპერატურა - 33 გრადუსია.
საბავშვო აუზში ტარდება ჯგუფური და ინდივიდუალური ვარჯიშები ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან. მშობლებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ თავიანთ შვილებს მოსაცდელში განთავსებული ეკრანის მეშვეობით.
მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, დასვენებისა და აღდგენისთვის კლუბის წევრებს შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ SPA ზონას, რომელᲨიც წარმოდგენილია სხეულის მოვლის უამრავი პროცედურა. ცუდ ამინდში, შესაძლებელია ეწვიონ კლუბში განთავსებულ სოლარიუმს, რომლის ხარისხი და სიმძლავრე აკმაყოფილებს თანამედროვე პროფესიულ მოთხოვნებს და მიიღონ ორგანიზმისთვის ჯანმრთელობისთვის საჭირო D ვიტამინი.
ასევე, ვარჯიშის დაწყებამდე ან მის შემდეგ, შესაძლებელია ეწვიოთ Prime Fit ბარს, რომლის მენიუშიც შედის უამრავი სახის სასმელი და წასახემსებელი.
კლუბი აღჭურვილია თანამედროვე Face I'd ტელემეტრიის სისტემით. არის ფართო გასახდელები, ასევე სოლო გასახდელში კარადის ქირით აღების შესაძლებლობა.
თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, გაქვთ შესაძლებლობა, შეიძინოთ ერთკვირიანი აბონემენტის 50 ლარად, სცადოთ ვარჯიში კლუბში და ისარგებლოდ ყველა ზონით.
დარწმუნებული ვართ, რომ Prime Fit-ში მოსვლით, თქვენ სასიამოვნო შთაბეჭდილება დაგრჩებათ მაღალი კლასის სერვისისა და კომფორტისგან.
კლუბის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.
საიტი: www.primefit.ge
ინსტაგრამი: prime_tbilisi