Sponsored Content

ProdAct - ქართული Community, რომელიც აერთიანებს ადამიანებს ვინც ქმნიან ციფრულ პროდუქტებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

NOXXTON

მსოფლიოში ყოველდღიურად უამრავი ციფრული პროდუქტი იქმნება. ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას ცვლის და ხშირ შემთხვევაში აუმჯობესებს, ამარტივებს და ასწრაფებს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრმა ქართულმა სტარტაპმა/ციფრულმა პროდუქტმა შეძლო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა საერთაშორისო ბაზარზე. ასევე, ხშირია ტექნოლოგიურ სფეროში ქართველი ახალგაზრდების წარმატების ისტორიები საერთაშორისო კომპანიებში.

"ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა რომ შეგვექმნა ქართული Community, რომლის მიზანია საქართველოში გაზარდოს Product Management-ის ცნობადობა, გააერთიანოს ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, დაეხმაროს ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის მიღებასა და Networking-ში და ასევე, წაახალისოს ორგანიზაციებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები." - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ციფრული და ტექნოლოგიური პროდუქტების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოთქვას სურვილი ProdAct Community-ში გაწევრიანებაზე.

შერჩევის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ის გახდება community-ის წევრი და ისარგებლებს სხადასხვა ბენეფიტებით, ასევე მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის საქმიანობაში და ჩართული იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

Community-ის საქმიანობა ბევრ საინტერესო მიმართულებას აერთიანებს. ძირითადი მიზანი არის სხვადასხვა სახის ღონისძიბების და კონფერენციების ჩატარება, რომელიც ქართულ სტარტაპერებს მისცემს შესაძლებლობას იდეები გააცნონ საზოგადოებას. ხოლო ციფრული პროდუქტებით დაინტერესებულ ადამიანებს ექნებათ საშუალება გაიღრმავონ ცოდნა და გაადართოვონ პროფესიული წრე.

გარდა ფიზიკური შეხვედრებისა, გარკვეული ინტენსივობით ჩატარდება ვებინარები და გაზიარდება პოდკასტები. Სამომავლოდ კი იგეგმება კონკრეტული მიმართულებებით კურსების შექმნაც, რომელიც შესაბამის ცოდნას მისცემს მონაწილეებს და მოამზადებს ინდუსტრიაში პოპულარული სასერტიფიკატო გამოცდებისთვის.

ყოველწლიურად ჩატარდება მასშტაბური კონფერენცია და დაჯილდოება, სადაც ღონისძიების ხანგრძლივობა და სპიკერების რაოდენობა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთან, Community გეგმავს საერთაშორისო კომპანიებთან კოლაბორაციას, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ კონფერენციებზე მოხდება უცხოელი სპიკერების წარდგენა. ყოველივე ეს, ერთის მხრივ კულტურული და პროფესიული გამოცდილების გაზიარების საშუალებით, ხელს შეუწყობს ქართველი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას. Მეორეს მხრივ, კი აქტიურად ეცდება ქართული სტარტაპებისა და ზოგადად საქართველოს პოზიციონირებას Digital პროდუქტების სამყაროში.

საინტერესო სიახლეებისთვის თვალი ადევნეთ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებს.

https://prodact.community

Facebook

Linkedin