Puma ახალ კედს ქმნის, რომელიც თავად იკრავს თასმებს სპორტული კედები Puma Fi 2020 წელს გამოდის. იგი თასმებს ავტომატურად "იკრავს" ჩამონტაჟებული მინიატურული ძრავის დახმარებით, რომელიც საკაბელო სისტემას კვებავს.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Puma-მ საზოგადოებას უკვე წარუდგინა კედები, რომლებიც "თავად" იკრავს თასმებს. იგი Nike-ის კონკურენტია, რომელმაც ამ ტიპის სპორტული კედი − Adapt BB ერთი თვის წინ უკვე გაიტანა ბაზარზე.
Puma Fi 2020 წელს გამოდის. მას მინიატურული ძრავი აქვს ჩამონტაჟებული, რომელიც საკაბელო სისტემას კვებავს და შეხების მოდულის შესაკრავზე თითის გაყოლებისას სპორტულ ფეხსაცმელს თასმებს უკრავს. და ეს ამ კედის ერთადერთი ღირსება არ არის...
Puma Fi "ჭკვიანი" მოწყობილობით არის აღჭურვილი, რომელიც თითოეული მომხმარებლის ფეხის მოცულობას გრძნობს და მას ზუსტად ერგება. ათლეტს შეუძლია მას სმარტფონის აპლიკაცის მეშვეობით დააკვირდეს, მოირგოს და ზუსტად დაარეგულიროს. მოძრაობისას, სპორტსმენისთვის უფრო მოსახერხებელი რომ გახდეს, მისი კორექტირებაც შეიძლება Apple Store-დან შეძენილი საათით, რომელიც $699.99 ღირს.
Puma ამჟამად კედის დიზაინის გამოსაცდელად მოხალისეებს ეძებს, რომლებიც ახალ პროდუქტს პრაქტიკულობის, მოხერხებულობისა და ტექნოლოგიის ხარისხის კუთხით დაახასიათებენ. დაინტერესებულ პირებს Fi beta ტესტირების პროგრამაზე Puma-ს Pumatrac-აპლიკაციით შეუძლიათ რეგისტრირება, რომელიც iOS-ისა და Android-ისთვის არის ხელმისაწვდომი.
Fi-ს ღირებულება $330 იქნება − ეს მაშინ, როცა Nike-ის Adapt BB $350 ღირს.
Fi მაღალტექნოლოგიურ ფეხსაცმელებს შორის ერთადერთი არ არის. Puma-მ თავისი პირველი კომპიუტერიზებული სპორტული ფეხსაცმელი, სახელწოდებით RS-Computer ბაზარზე 1986 წელს გამოუშვა, რომელიც შემდეგ Bluetooth-ისა და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით განაახლა. თქვენ კი სულ მალე ახალი გამოწვევა გელით, რადგან Puma ბაზარზე პირველად გასვლის თარიღის აღსანიშნავად, ამ ლეგენდარული მოდელის მხოლოდ 86 წყვილის გამოშვებას გეგმავს.