Sponsored Content

QR SMS - SMS მარკეტინგის ახალი შესაძლებლობა ბიზნესისთვის QR SMS ბიზნესებს საშუალებას აძლევს არ დაკარგონ საკუთარი თუ პოტენციური მომხმარებლები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებიდან ორი კვირა გავიდა. ბიზნესებს აღარ აქვთ შესაძლებლობა SMS რეკლამები დაუგზავნონ იმ მომხმარებლებს, რომლებისგანაც სარეკლამო შეთავაზების მიღებაზე თანხმობა არ ან ვერ მიიღეს.

რეგულაციამ არაერთი კომპანია დააყენა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. გარდა ამისა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული ობიექტებისგან შეთავაზებების შეტყობინების სახით მიღება სურთ, თუმცა არ იციან როგორ დაუკავშირდნენ მათ.

აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, სულ რაღაც ორ კვირაში GO SMS-ის გუნდმა ახალი პროდუქტი - QR SMS შექმნა, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს არ დაკარგონ საკუთარი თუ პოტენციური მომხმარებლები. მეორე მხრივ კი მომხმარებელს პირდაპირ აკავშირებს ბიზნესთან, რომლის შეთავაზებების მიღებაც სურს.

როგორ მუშაობს QR SMS?

GO SMS-ის მიერ შექმნილი QR სტენდები მარტივი და კომპაქტურია, რომლის განთავსებაც კომპანიებს თავიანთ ფილიალებში ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ. მომხმარებელს კი საშუალება აქვს QR-ის დასკანერებით კონკრეტულ ობიექტს საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვოს შემდგომში სარეკლამო შეთავაზებების მიღების მიზნით. მათ ვინც ადგილზე ვერ შეძლებს QR კოდების დასკანერებას საშუალება ექნებათ კონსულტანტების დახმარებით გიარონ პროცესი. პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია ნებისმიერი ტიპის მომხმარებელზე.

QR SMS კომპანიებს აძლევს საშუალებას ერთი სისტემიდან ადევნონ თვალი რომელ ფილიალში რამდენმა ადამიანმა მისცა წვდომა საკუთარ საკონტაქტო ინფორმაციაზე ბიზნესს და ამასთანავე იძლევა შესაძლებლობას, რომ აღნიშნული მონაცემების დახმარებით დაიგზავნოს მომხმარებლებზე მორგებული შეთავაზებები.

"QR SMS-ის სახით ბიზნესები იღებენ საკუთარი მომხმარებლებისა თუ იმ ადამიანების სიას რომლებსაც SMS შეტყობინებების მიღება სურთ. გარდა ამისა იგი ბიზნესებს საშუალებას აძლევს არსებულ მომხმარებლებთან გამართული კომუნიკაციით პორტფელი სწორად მართოს. თუკი ადრე ბიზნესები უამრავ SMS-ს აგზავნიდნენ, იმისათვის რომ ბევრ მომხმარებელს გაეგო მათი შეთავაზებების შესახებ. ახლა ჩვენი პროდუქტით ეძლევათ შესაძლებლობა რომ შეტყობინება პირობითად 10 000 ადამიანთან გაგზავნონ და აქედან დიდი კონვერსია მიიღონ. აღნიშნული პროდუქტი ყველასთვის ერთნაირად ხელსაყრელია რითეილ სექტორიდან დაწეყბული სერვისი მიმწოდებლებით დამთავრებული", - აღნიშნავს GO SMS-ის დირექტორი ლევან მესხიშვილი.

კომპანია, რომელსაც QR SMS სერვისის გამოყენება სურს, GO SMS-ის მხრიდან მიიღებს მზა სტენდებს სასურველი დიზაინის QR კოდებით, დამატებითი ძალისხმევის გაწევა მას არ დასჭირდება. როგორც GO.SMS-ში აღნიშნავენ, სერვისის მისაღებად ბიზნესები მიზერულ თანხას გადაიხდიან, თვიური პაკეტი დაახლოებით 79 ლარიდან დაიწყება, ღირებულებაში კი სარეკლამო SMS-ების რაოდენობაც შევა.

როგორც ლევან მესხიშვილი აღნიშნავს QR SMS-ის პროდუქტით უკვე არაერთი ბიზნესი დაინტერესდა. ამჟამად კი მოლაპარაკებები 20-ამდე მსხვილ თუ მცირე ორგანიზაციასთან მიმდინარეობს.

რამდენიმე ობიექტზე პროდუქტი წარმატებით დაიტესტა, ოფიციალურად კი QR SMS-ის ბრენდი სხვადასხვა ობიექტზე დღეიდან, 18 მარტიდან ამოქმედდება.