რა ვუყოთ Nft-ებს? - გაიგე ერაივალის მომდევნო ვირტუალური კონფერენციიდან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Ერაივალი, საქართველოში წამყვანი მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, კიდევ ერთ საინტერესო ვირტუალურ ღონისძიებას აანონსებს, თემაზე: "რა ვუყოთ NFT-ებს?"
Რიგით მერვე ვირტუალური ღონისძიება გაიმართება Decentraland-ის მეტავერსში, 8 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე (12:00 PM EST).
"რა ვუყოთ NFT-ებს?" ღონისძიების მიზანია აუდიტორიას გააცნოს NFT ტექნოლოგიის ამჟამინდელი და სამომავლო პოტენციალი და მათი როლი თანამედროვე ხელოვნებაში, თამაშებსა და DeFi-ში, ანუ, დეცენტრალიზებულ ფინანებსში.
Ვირტუალურ კონფერენციას გაუძღვება 3 ექსპერტი სპიკერი, რომლებიც გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებებსა და შეხედულებებს, განიხილავენ მრავალ წარმატებულ თუ წარუმატებელ პროექტს, ინდუსტრიის ტრენდებს, და მნიშვნელოვან ტექნიკურ დეტალებებს რაც დაეხმარება ბიზნესებს NFT ტექნოლოგიების ათვისებაში.
Გაიცანით სპირეკები:
- Ჯეს ფორდი-NonFungible.com-ის კორპორატიული ლიდერი.
- Ლილი სნაიდერი -მეტავერს მკვლევარი;
- Ნატალია საგინაშვილი -ERA 2140-ის მარკეტინგის დირექტორი;
- Ბექა ზაქაიძე - Coinswap.ge-ის თანადამფუძნებელი
- Ჯულიან ფლორესი - The Film3 Squad-ის თანადამფუძნებელი
Ღონისძიები მოდერატორი კი Holy Motors-ის კრეატიული დირექტორი - Გიორგი ავალიანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ვირტუალური კონფერენცია ინგლისურ ენაზე გაიმართება, რაც საერთაშორისო მასშტაბით NFT-ებით დაინტერესებულ სტარტაპებსა თუ წარმატებულ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს სრულფასოვნად ჩაერთონ საღამოს მიმდინარეობაში, დასვან საინტერესო კითხვები, და მოისმინონ პროფესიონალთა მოსაზრებები.
Როგორ დავესწრო ღონისძიებას Decentaland-ში?
Ღონისძიებაზე დასწრება ვირტუალური სივრცეში, Decentraland-ში, უფასოა, თუმცა ამისთვის წინაწარი რეგისტრაციაა საჭირო. Სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ წვდომას ერაივალის ვირტუალურ სივრცეზე Decentaland-ში, რის შემდეგაც შეძლებენ 3D ავატარის შექმნას და ღონისძიებაში ჩართვას.
კონფერენციის ფარგლებში, Ავატარის მეშვეობით მონაწილეები შეძლებენ ისაუბრონ, იცეკვონ, ტაში დაუკრან, და გამოხატონ სხვადასხვა ემოცია.
ღონისძიებაზე მეტავერსში დასასწრებად, გაიარე რეგისტრაცია - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdnwwZiOAwnZ4DLWJycoz7b50fgTfcPcEqC200CTkJ0B3FP2g/formrestricted
Ღონისძიების "რა ვუყოთ NFT-ებს?" ორგანიზატორია ARRIVAL.
ARRIVAL-ი პირველი ქართული მეტავერს ღონისძიებების სააგენტოა, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების 3D ვირტუალურ სივრცეში ჩატარებასა, და დამსწრეთათვის სახალისო და ინტერაქციული გამოცდილებების შექმნაში.
ღონისძიების პარტნიორები არიან: ანტერპრენერი
თუ გსურთ თქვენი ღონისძიება ჩატადეს მეტავერსში, დაგვიკავშირდით:
Საკონტაქტო ინფორმაცია: info@arrivalmeta.co