Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
4 ნოემბერს, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი Rakuten Viber, ონლაინ ვებინარს გამართავს თემაზე "Rakuten Viber 2023 წელს: სუპერ აპი ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობისთვის".
ვებინარის მიზანია Rakuten Viber-ის, როგორც ბრენდებისა და მომხმარებლების დამაკავშირებელი ეფექტური ციფრული არხის შესაძლებლობების დეტალური მიმოხილვა და გაზიარება იმისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ბიზნესებმა მოწინავე პოზიციები დინამიკურ ციფრულ ლანდშაფტში.
თარიღი: 2023 წლის 14 ნოემბერი
დრო: 11:00 - 12:30 GMT +4
პლატფორმა: Zoom
ვებინარის ენა: ინგლისური
ვებინარის ფარგლებში Rakuten Viber-ის გლობალური გუნდი და ინდუსტრიის ტოპ ექსპერტები შემოგთავაზებენ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს და რჩევებს Rakuten Viber-ის, როგორც მძლავრი ბიზნეს ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც ნებისმიერი ბიზნესისა და კომპანიისთვის, ნებისმიერი ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვისაა საინტერესო.
ვებინარის მონაწილეები გაიზიარებენ საინტერესო შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ბრენდებს გამოიყენონ Rakuten Viber-ის სუპერ აპის შესაძლებლობები, რათა გააძლიერონ მომხმარებელთან ინტერაქცია, შექმნან კომუნა ბრენდის ირგვლივ და ხელი შეუწყონ ბიზნესის ზრდას.
ძირითადი თემები, რომლებსაც მოიცავს ვებინარი:
- გლობალური ციფრული ლანდშაფტის მიმოხილვა
- Rakuten Viber, როგორც სუპერ აპი: უახლესი ტენდენციები და სტრატეგიული ცვლილებები
- Rakuten Viber-ის გზები ბრენდისა და მომხმარებლის შორს ურთიერთობისთვის, რომლებიც დაგეხმარებათ:
- მისწვდეთ აუდიტორიას მომხმარებლის მოგზაურობის თითოეულ ეტაპზე
- გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა და დაინახოთ ახალი მიმართულებები
- შექმნათ უწყვეტი სამომხმარებლო გამოცდილება
- გაზარდოთ გაყიდვები და ROI
- გაზარდოთ ხარჯების ეფექტურობა
- გააძლიეროთ მომხმარებელთა ლოიალობას
- ბრენდების წარმატების ისტორიები: როგორ მიაღწიეს კომპანიებმა თავიანთ მიზნებს Rakuten Viber-ის ბიზნეს ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების დახმარებით
- კითხვა-პასუხის სესია
დამატებითი ინფორმაცია ღონისძიებისა და მომხსენებლების შესახებ ხელმისაწვდომია ღონისძიების გვერდზე.
ვებინარი ღირებული იქნება საქართველოში ყველა ზომის ბიზნესის მფლობელებისთვის; ციფრული ლიდერებისა და მენეჯერებისთვის; პროექტის მენეჯერებისთვის; SMM-ლიდებისთვის; სტრატეგებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ეძებს ახალ ციფრულ არხებს და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ ბიზნეს გამოწვევების ფართო სპექტრს.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ კითხვა-პასუხის სესიაში, რაც მათ საშუალებას მისცემს პირადად გაესაუბრონ ექსპერტებს და მიიღონ უფრო ღრმა ცოდნა Rakuten Viber-ის შესაძლებლობების შესახებ.
ვებინარში მონაწილეობა უფასოა, თუმცა აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია.