Sponsored Content

რას გიმზადებს ველი ლუკა ნაჭყებიასთან კოლაბორაციით? - VELI.store

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ველი ლუკა ნაჭყებიასთან კოლაბორაციას იწყებს. ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორატორს, გასტრონომსა და ტექნოლოგს მალე ველის ციფრულ არხებში იხილავ.

"მთელი ზრდასრული ცხოვრება მეკითხებოდნენ რეცეპტებს და კულინარიულ რჩევებს, რის შედეგადაც კულინარიული Youtube არხი შევქმენი, სადაც ჩემი რჩევები და რეცეპტების ნაწილი გავაერთიანე. ამავდროულად მეკითხებოდნენ საუკეთესო სახლის დანადგარები, ინვენტარი და სამზარეულოს ტექნიკა რომელია, დანები, ჩანგლები, ტაფები და სხვა მრავალი, მაგრამ ადეკვატური პასუხი ვერ მქონდა, რადგან ფიზიკურად ვერ მექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ამდენი რამე გამომეცადა - სწორედ ამ მომენტში გადაიკვეთა ჩემი და ველის გზები.

აღმოჩნდა, რომ ველი არის ის ონლაინ მაღაზია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი მომხმარებლის სწორი ინფორმირება, მე კიდე მექნება საშუალება, უამრავი განსხვავებული რამ გამოვცადო, შევაფასო…" - ლუკა ნაჭყებია.

VELI.store-ზე მომხმარებელს 50 000-მდე პროდუქტის ერთ სივრცეში აღმოჩენა შეუძლია, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება სამზარეულოს ტექნიკა, ჭურჭელი და აქსესუარებია. ველის ციფრულ თაროებზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ცნობილ და მომხმარებლის საყვარელ ბრენდებს იპოვი: Ariete, Cosori, BEKA, Lodge, Karaca, Cecotec, Russell Hobbs, Marcato, Tescoma და ა.შ.

"ჩემი და ველის ურთიერთობა მარტივია, მე მიუკერძოებლად, საკუთარი გამოცდილებით შევაფასებ არაერთ პროდუქტს და ვეცდები მაქსიმალურად გულწრფელად - 30%-ით სუბიექტური და 70% ობიექტური შეფასებები და რჩევები გავუზიარო აუდიტორიას." - ლუკა ნაჭყებია.

თვალი ადევნე ველის Facebook, Instagram, TikTok არხებს და დაელოდე საინტერესო რეკომენდაციებს.