რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში"? - ბენეფიციართა გამოცდილება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკმა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე" მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. აღნიშნული ინიციატივა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
პროგრამა მეწარმეებს თეორიული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში ეხმარება. ინიციატივა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს: თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.
საქართველოს ბანკის "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის" შესახებ საკუთარ გამოცდილებას გასული ნაკადის მონაწილეები გვიზიარებენ.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, ხათუნა შაშურაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანიდანაა. მისი საქმიანობა მეფუტკრეობას, აპი თერაპიას, აგრო და ეკო ტურიზმს მოიცავს.
"მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში" მონაწილეობისას, მარკეტინგის კუთხით საკმაოდ დიდი ცოდნა მივიღე. მან მომცა მოტივაცია და დამეხარა ჩემი საქმიანობის განვითარებასა და უკეთ წარმართვაში. მეფუტკრეობასთან ერთად, დავიწყე კოტეჯების მშენებლობა. ავაშენე ერთი დიდი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, რომელიც 70 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. მეორე კოტეჯში კი, სადაც აპიკაბინაა მოწყობილი, გამაჯანსაღებელი აპითერაპიის კურსის ჩატარებას ვგეგმავ. "აერო თერაპია" რესპირაციულ, იმუნურ, გულსისხლძარღვთა სისტემის რეგულაციას უწყობს ხელს. სამომავლოდ მესამე კოტეჯის აშენებასაც ვგეგმავ, რომელიც 2023 წლის ზაფხულში გაიხნება", - ამბობს "სკა-კოდალას" დამფუძნებელი, ხათუნა შაშურაშვილი.
"მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა" გაიარა ნინო შაკიაშვილმაც, რომელიც ხელნაკეთი ნივთების ბრენდის "ნინას არტ რუმის დამფუძნებელია. მას სხვა პროექტებში მონაწილეობასთან ერთად, ბიძგი მისცა საკუთარი სახელოსნო და ონლაინ მაღაზია კიდევ უფრო მეტად გაეფართოვებინა. ნინო უკვე თერთმეტი წელია პოლიმერულ თიხაზე მუშაობს.
"რამდენიმე თვის წინ საქართველოს ბანკის "ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, სადაც საინტერესო ტრენინგი გავიარე. მომცეს სასარგებლო და საჭირო რჩევები, რომლებსაც სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის აუცილებლად გამოვიყენებ. სამომავლოდ, ქალაქ რუსთავში მაღაზიის გახსნას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ვგეგმავ. ამაში სწორედ, "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში" მონაწილეობა და მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება", - ამბობს "ნინას არტ რუმის" დამფუძნებელი, ნინო შაკიაშვილი.
ინფორმაციისთვის, "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის" პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 70 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
პროგრამაზე მიღება გრძელდება და რეგისტრაციის გავლას აღნიშნულ ბმულზე შეძლებთ.