"რაც უფრო ვითარდები, მით უფრო რთულ და საინტერესო გამოწვევებს ეძებ, ამით კარიერულ განვითარებას უწყვეტ პროცესად აქცევ" – გაიცანი Upgaming-ის ციფრული პროდუქტების დიზაინერი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გიორგი რურუა
ციფრული პროდუქტების დიზაინერი
ინტერესები – მასების ფსიქოლოგია, არქიტექტურა, კულინარია, მოგზაურობა
მიზანი – იპოვოს მარტივი, პრაქტიკული და კრეატიული გადაწყვეტილებები ადამიანების ციფრულ სამყაროსთან ინტერაქციის გასაუმჯობესებლად
ეძებს – რთულ და საინტერესო გამოწვევებს კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის
სამუშაო ადგილი – პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია Upgaming
სამსახურში მოსწონს – განვითარების უწყვეტი შესაძლებლობა
Upgaming-ი წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას, რომელიც კამპანია "Upრინდის" ფარგლებში შეიქმნა. ვიდეოსერია კომპანიის გუნდის წევრების ისტორიებს აერთიანებს, გვაცნობს მათ სამუშაო პროცესში და გვიყვება მათ ხედვებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე.
Upgaming-ი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში.