Sponsored Content

Rebelsfunding საშუალებას აძლევს ქართველ ტრეიდერებს ივაჭრონ დაფინანსებულ ანგარიშებზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამ ბოლო დროს, პროპრიეტარული ვაჭრობა (prop trading) ძალიან პოპულარული გახდა. ეს გამოწვეულია ამ მოდელის უნიკალური თვისებით: ტრეიდერებს მისცეს დაფინანსებული ე.წ. Funded ანგარიშები, სადაც ტრეიდერებს შეუძლიათ პროპრიეტარული კომპანიის ფულით ივაჭრონ Forex-ზე და სხვა პოპულარულ ფუნანსურ ბირჯებზე. პროპრიეტარული კომპანიები საშუალებას აძლევენ მათ ტრეიდერებს დაიტოვონ გამომუშავებული მოგების დიდი ნაწილი. ერთერთი უცხოური პროპრიეტარული ბრენდი, RebelsFunding, შემოდის ქართულ ბაზარზე და იწყებს ქართველი ტრეიდერების მიღებას. ეს უნიკალური შანსია ტრეიდერებისთვის მიიღონ წვდომა დიდ სავაჭრო ანგარიშებზე და პირადი რისკის გარეშე გამოიმუშაონ მოგება. ქვემოთ ჩავშლით ამ თემას უფრო მეტი დეტალების გასაცნობად.

რა არის პროპრიეტარული ტრეიდინგი

სანამ უშუალოდ RebelsFunding-ის შემოთავაზებებს გავეცნობით, ჯერ მოკლედ პროპრიეტარულ ტრეიდინგზე. პროპრიეტარული ტრეიდინგი არის ტრეიდინგის ანუ ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის სახეობა,სადაც ტრეიდერი ვაჭრობს პროპრიეტარული კომპანიის ფულით და შეუძლია დაიტოვოს მოგების დიდი ნაწილი. პროპ კომპანიები (prop firms), ცდილობენ მოიზიდონ ნიჭიერი ტრეიდერები, ვისაც აქვს მომგებიანი და კარგად გატესტილი სავაჭრო სტრატეგიები და შეუძლიათ არაერთჯედერადად იშოვონ ფული ფინანსურ ბაზრებზე სპეკულაციით. პროპ კომპანიებს აქვთ წესები და ტრეიდერებმა უნდა აჩვენონ გარკევული მომგებიანობა. ეს მოგება უმეტესად 10%-ის ფარგლებში მერყეობს, ანუ ტრეიდერმა უნდა გამოიმუშაოს სულ მცირე 10% თავისი დაფიანნსებული ანგარიშის, რომ გახდეს პროპ ტრეიდერი და ივაჭროს მოგებისთვის. მაგალითად, თუ ტრეიდერს აქვს 100,000 დოლარიანი დაფინანსებული სავაჭრო ანგარიში, მან უნდა მოიგოს 10,000 დოლარი მაინც რომ გახდეს დაფინანსებული. ანუ პროპრეიტარული ტრეიდინგი ჯერ მოითხოვს გამოწვევის გადალახვას, სადაც ტრეიდერი მოწმდება რამდენად შეუძლია იყოს მომგებიანი. ამავე დროს ტრეიდერმა არ უნდა დაკარგოს ამ ანგარიშის გარკვეული რაოდენობაზე მეტი ერთ ნებისმიერ დღეს (daily risk limit). დღიურ ლიმიტებთან ერთად, ტრეისერებს ასევე აქვთ მაქისმალური წაგების ლიმიტი, რომელიც ხშირად მერყეოფს 8-10%-ის ფარგლებში. დღიური როგორც წესი 3-5%-ის ფარგლებშია.

რატომ RebelsFunding?

ტრადიციულ ტრეიდინგში ტრეიდერებს ხშირად ჭირდებათ დიდი საწჰყისი კაპიტალი, რომ შსეძლონ საკამრისი მოცულობის პოზიციების გახსნა, რომ მიიღონ მოგება. ამის გამო ბევრ მსურველს არ აქვს საშუალება ივაჭროს Forex-ზე და სხვა ფიანნსურ ბაზრებზე. საკუთარი კაპიტალით ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობა ასევე შეიცავს დიდ რისკებს მათ შორის შესაძლებლობას მთლიანად დავკარგოთ სავაჭრო კაპიტალი თუ ბაზარზე რაიმე სერიოზული მოვლენა მოხდება, რომელიც წინასწარ ვერ გავთვალეთ. RebelsFunding პროპ ფირმა საშჭუალებას იძლევა ვივაჭროთ კომპანიის ფულით და თავიდან ავირიდოთ პირადი კაპიტალის რისკის ქვეშ დაყენება. ტრეიდერებს ასევე არ აქვთ საკუთარი ფულის დაკარგვის რისკები, როცა დაფინანსუებული ანგარიშებით ვაჭრობენ. ტრეიდერებს შეუძლიათ ყველა დეტალი იხილონ ფირმის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.rebelsfunding.com

ქვემოთ არის სია იმ უპირატესობების, რასაც RebelsFunding ქართველ ტრეიდერებს სთავაზობს.

შესვლის ბარიერების შემცირება

პროპრიეტარულ კომპანიებს აქვთ მცირე საკომისიოები, რათა ტრეიდერებს საშუალება მისცენ მონაწილეობა მიიღონ შერჩევით პროცესში, სადაც ისინი აჩვენებენ თავიანთ სავაჭრო უნარებს. ეს საკომისიოები ხმარდება შერჩევითი პროცესის ორგანიზებას. RebelsFunding საჭიროებს მიზერულ საკომისიოებს ამ შერჩევით ეტაპზე დასარეგისტრირებლად. ზოგადად პროპ ფირმები საკომისიოებს 100 დოლარიდან საჭიროებენ, მაგრამ RebelsFunding ცდილობს ქართველი ტრეიდერების გულის მოგებას და მინიმალური საკომისიო 10,000 დოლარიან სავაჭრო ანგარიშზე მხოლოდ $40-ია.

მაღალი დონის სავაჭრო პლატფორმა და ინსტრუმენტები

კომპანია ტრეიდერებს სთავაზობს პერსონალიზებულ RF-Trader პლატფორმას, რომელიც შეიძლება დაინსტალირდეს პერსონალურ კოპიუტერებზე, სმარტფონებზე და გაეშვას პირდაპირ ვებ ბრაუზერებში. ტრეიდერს შეუძლია აირჩიოს რომელ მოწყობილობაზე სურს პლატფორმის გაშვება და ვაჭრობა. რაც მთავარია RebelsFunding-ის პლატფორმა შეიცავს TradingView გრაფიკებს და უამრავ ხელსაწყოს, ტექნიკური ანალიზისთვის. ტრეიდერებს შეუძლიათ აირჩიონ ფავორიტი სავაჭრო წყვილი უამრავი ინსტრუმენტიდან როგორებიცაა ფორექსი, მეტალები, ენერგიები, საფონდო ინდექსები და კრიპტოები.

მოგების განაწილება და ანგარიშის ზრდა (scaling)

RebelsFunding ქართველ ტრეიდერებს სთავაზობს 90%-მდე მოგების გაყოფას, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია ამ სფეროსთვის. ეს მოგების განაწილების მაღალი მოდელი გამიზნულია ტრეიდერების მოსაზიდად და კომპანია თანახმაა კარგად გადაუხადოს ტრეიდერებს, ტალანტის მოსაზიდად. ეს მნიშვნელოვანი სტიმულია ქართველი ტრეიდერებისთვის, რათა უკეთესი და უფრო მომგებიანი სტრატეგიები განავითარონ და გამოიყენონ ფინანსურ ბაზრებზე.

გარდა ამისა, წარმატებულ ტრეიდერებს შეუძლია გაზარდონ თავიანთი ანგარიში და მიიღონ უფრო დიდი სავაჭრო კაპიტალი.