Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურს ჩაატარებს. კონკურსი 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება. ტრადიციისამებრ, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. საქართველოს უნიკალური ღვინოების გარდა, წელს პირველად IWSC-ს საერთაშორისო კონკურსს სპირტიანი სასმელების კატეგორია დაემატება.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
2022 წელს, "გურჯაანის ღვინის ფესტივალმა" მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) საქართველოში ჩატარების ლიცენზია მოიპოვა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პირველად საქართველოში IWSC Wine Judging in Georgia გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკურსი პირველად ევროპაში და მეორედ მსოფლიოში (სამხრეთ აფრიკის შემდეგ) დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ საქართველოში ჩატარდა.
IWSC Wine Judging in Georgia 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა და კონკურსში უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის ღვინო დარეგისტრირდა - საკუთარი პროდუქცია 152-მა მწარმოებელმა, ჯამში 487 ღვინის ნიმუში, წარმოადგინა. საქართველოში ჩატარებულ კონკურსებს შორის ეს იყო რეკორდული მაჩვენებლი. აღსანიშნავია, რომ IWSC-მა საქართველოდან ბოლო წლების განმავლობაში სულ 56 საკონკურსო ღვინო მიიღო, თუმცა მას შემდეგ რაც, კონკურსი ქვეყნის ფარგლებს შიგნით დაანონსდა, ეს რიცხვი 750%-ით გაიზარდა.
IWSC Wine Judging in Georgia, 2023-ის კონკურსზე ჟიურიმ გამოავლინა 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო.
"კონკურსის შედეგები გაშუქდა ავტორიტეტულ ღვინის გამოცემებში და სოციალურ მედიაში. მათ შორის, მსაჯების სტატიების სახით. IWSC-იმ კონკურსის ფარგლებში ჩვენს მიერ მომზადებული ფილმი საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ხოლო ჟიურის თავმჯდომარემ, აღიარებულმა და ავტორიტეტულმა ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა, თავის ვრცელ სტატიაში, დეტალურად მიმოიხილა კონკურსის შედეგები," - წინ წლების მიღწევებზე საუბრობენ კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფში.
2023 წელს, წინა წლის პოზიტიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, International Wine & Spirit Competition (IWSC) განაახლა თანამშრომლობის პირობები და ერთწლიანი ლიცენზიის ნაცვლად ააიპ "გურჯაანის ღვინის ფესტივალთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შედეგად, უკვე 2023 წელს, IWSC Wine Judging in Georgia 2024-ს კონკურსზე ქართული კომპანიების გარდა, მონაწილეობა მიიღეს სომხურმა და აზერბაიჯანულმა კომპანიებმა - ჯამში წარდგენილი იყო 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო. მათგან მედალოსანი გახდა 310 ღვინო და გაიცა 18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო.
ჟიურის ხელმძღვანელობდა ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო შემფასებელი მსოფლიოში და აღიარებული ღვინის მაგისტრი - ალისტერ კუპერი. ჟიურის შემადგენლობაში ასევე იყვნენ: ევროპის საუკეთესო სომელიე, სალვატორე კასტანო, ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიე, მელანია ბატისტონი, აგრეთვე ღვინის ექსპერტები, ბაიერები ვილ ჰილი, დევიდ კერმოდი, ქეთ ლომაქსი, გიორგიოს იორდანიდისი, IWSC-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტელ ჟიბერი, IWSC-ის აღმასრულებელი ტესტირების მიმართულებით ედიტა იანუშიკი. აგრეთვე პროფესიონალი ქართველი მსაჯები, რომლებიც სტანდარტების მიხედვით IWSC-მა შეარჩია.
მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობის გარდა, კონკურსმა IWSC Wine Judging in Georgia-ამ ქართული ღვინის პოპულარიზაციას ჟიურის წევრების, მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიერ მედიასა და სოციალურ მედიაში პოსტებისა და სტატიების გამოქვეყნებით შეუწყო ხელი.
შარშან, IWSC Wine Judging in Georgia კონკურსზე გაცემული ოქროს მედლებიდან ერთ-ერთი ექიმის ბიო-მარანის" 2021 წლიან რქაწითელს ერგო.
"ოქროს მედლის მიღებამ IWSC ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე უდიდესი სიხარული და სტიმული მოიტანა. ეს იყო რეალური მაგალითი, თუ როგორ ობიექტურად და მაღალპროფესიონალურად ფასდება თითოეული ღვინო. ეს გამარჯვება არა მხოლოდ "ექიმის ბიო-მარანის" წარმატებაა, არამედ მთელი ქართული მეღვინეობის აღიარებაა საერთაშორისო ასპარეზზე. ამ ჯილდომ ჩვენი მარანი უფრო ცნობადი გახადა, რამაც გამოიწვია: მზარდი ინტერესი ექსპორტიორების მხრიდან, ახალი პარტნიორობები ადგილობრივ ღვინის მაღაზიებთან და ბარებთან, გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობები
ეს ისტორია გვიჩვენებს, რომ თავდაუზოგავი შრომა და ხარისხზე ორიენტირება ყოველთვის ფასდება," - აღნიშნავს "ექიმის ბიო-მარანის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მარინა კაკიაშვილი.
"ქართველის" აღმასრულებელი დირექტორი, ელისო ღირდალაძე, ხაზს უსვამს საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობას. "IWSC Wine Judging in Georgia კონკურსზე
ჩვენი კომპანიის 2022 წლიან გვიან წინანდალს ოქროს მედალი ერგო. მსგავსი ტიპის ჯილდოები საშუალებას გვაძლევს საერთაშორისო ექსპერტებსა და საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი წარმოება. ასევე, გვეხმარება ახალი ბაზრების ათვისებასა და გაფართოებაში. მთავარი წარმატების მომტანი ფაქტორია " ძველი ქართული ღვინის წარმოების ტრადიციებისა და ახალი ტექნოლოგიების შერწყმა, რომლის ერთობლიობითაც იქმნება განუმეორებელი ღვინოს არომატი".
წელსაც, ტრადიციისამებრ, IWSC-ი საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდით წარდგება, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ჟიურის შემადგენლობას უხელმძღვანელებს ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და ქომაგი, ქართული ღვინის პოპულარიზატორი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი. წლევანდელ კონკურსზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდი და კიდევ ერთხელ შეაფასებენ ქვეყნის მდიდარი ღვინის მემკვიდრეობა და გაეცნოებიან მისი დაყენების ავთენტური კულტურას.
"კიდევ უფრო განსხვავებულია 2024 წელს დაგეგმილი, რიგით მესამე IWSC Wine and Spirits Judging in Georgia, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. ამასთან, წინა წლებისგან განსხვავებით, ღვინის კატეგორიის გარდა, კონკურსი ჩატარდება სპირტიანი სასმელების კატეგორიაშიც. IWSC-ის კონკურსმა მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა ქართული მეღვინეობის განვითარებაში. საერთაშორისო სტანდარტების შემოტანით, კონკურსმა ახალი სიმაღლე დაუწესა ქართველ მწარმოებლებს. მცირე და საშუალო მარნებმა საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება დაიწყეს, რამაც ხარისხის მკვეთრ გაუმჯობესებამდე მიგვიყვანა. მსხვილმა მწარმოებლებმა კი ყურადღება გაამახვილეს უნიკალური, განსაკუთრებული ღვინოების შექმნაზე," - აღნიშნავენ კონკურსის ორგანიზატორები.
კონკურის ჩატარებიდან ორი წლის შემდეგ, ქართველმა მეღვინეებმა უკეთ გაიაზრეს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნები. ადრე თუ წარმოების მოცულობაზე კეთდებოდა აქცენტი, დღეს უპირატესობა ენიჭება გააზრებულ მიდგომას - სწორად შერჩეულ რაოდენობას მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით. ამან გამოიწვია მეღვინეობის დარგში ინოვაციური მიდგომების დანერგვა და ტრადიციული მეთოდების გადააზრება თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია კონკურსის გავლენა საოჯახო მარნებზე. მათ მიიღეს უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია შეეფასებინათ საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც ახლა უკვე თავდაჯერებულად გეგმავენ საექსპორტო ბაზრებზე გასვლას.
IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia-ს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი მეღვინეობა თელიანი ველი. კონკურსის მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ჯეპრა
კონკურსის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი: ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur.com, კომერსანტი, რადიო უცნობი, Businesinsider.ge