როგორ აძლიერებს საქართველოს ბანკის პროექტი "გასტროლები" გასტრო ბიზნესს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკის პროექტმა "გასტროლები" 2023 წლის მაისიდან აიღო სტარტი. 16 ეპიზოდის განმავლობაში შეფ-მზარეულმა დიმიტრი რჩეულიშვილმა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, არგვეთა თუ სათიბე მოიარა და მაყურებლებს გამორჩეული კვების ობიექტები გააცნო. ვიდეოებმა სოციალურ ქსელში 1 600 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა, პროექტმა კი რესტორნებს ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და პოპულარობის ზრდაში შეუწყო ხელი.
16 გასტრო ბიზნესი, რომელიც გასტროლებში ვიხილეთ, გურმანებს ქართული და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კერძებით უმასპინძლდება. თუმცა, პროექტის ფარგლებში ჩატარებულ რეგულარულ ქუჩის გამოკითხვებში ბევრად მეტი კაფე-რესტორანი თუ საფირმო კერძი დასახელდა და მორიგი ეპიზოდებისთვის შთაგონების წყაროდაც იქცა.
გასტროლების ეპიზოდებში კარგად ნაცნობ ადგილებთან ერთად, შედარებით ახალი ობიექტებიც მოხვდა და ათასობით მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.
თუ ეპიზოდებში დიმიტრი რჩეულიშვილი კერძებს აფასებდა, ამჯერად მონაწილეები გვიზიარებენ გასტროლებზე საკუთარ შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებას.
"დადებითად შევაფასებდი როგორც გასტროლებში ჩვენს მონაწილეობას, ასევე მთლიანად, პროექტს. გადაღების დაგეგმვა და უშუალოდ პროცესიც ძალიან საინტერესო იყო. პროექტში მონაწილეობას ცალსახად დადებითი გავლენა აქვს ბიზნესზე, რადგან იზრდება მისი ცნობადობა და საშუალება აქვს, მისი უპირატესობები ფართო აუდიტორიას გააცნოს", — აღნიშნა თამაზ მეფარიშვილმა, რესტორან სორმონის მენეჯერმა.
სორმონი იმერული სამზარეულოთი შთაგონებული რესტორანია. გასტროლების სერიამ ჯამში 300 000-მდე ნახვა დააგროვა სხვადასხვა სოციალურ ქსელში. ეპიზოდის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა კერძი "ღორის ნეკნი შეფისგან", - ამბობს თამაზ მეფარიშვილი.
კიდევ ერთი, გამორჩეული ადგილი, რომელშიც გასტროლები მოეწყო, "ლია დეიდაა", არგვეთაში. მისი დამფუძნებლის თქმით, ეპიზოდის შემდეგ ბევრ ახალ სტუმარს უმასპინძლეს.
"გვინდა, რომ აქ მოსულმა სტუმარმა გემრიელად მიირთვას, იმერულ გემოს გაეცნოს და დაისვენოს. გასტროლების, როგორც პროექტის მიზანიც სწორედ ისაა, ხალხს ისეთი ადგილები გააცნოს, სადაც დამახასიათებელ, ავთენტურ გემოებს გასინჯავენ. ამიტომ დავთანხმდით სიამოვნებით, რომ გვემასპინძლა და იმერული სამზარეულო შეგვეთავაზებინა. პროექტში მონაწილეობის შემდეგ ჩვენი სამზარეულოთი დაინტერესებულთა რიცხვი გაიზარდა. განსაკუთრებით მოთხოვნა იყო მწვანე პომიდვრის ფხალზე, რომელზეც დიმიტრი ვიდეოს ბოლოს საუბრობს. ასევე, გვყავდნენ სტუმრები, რომლებმაც გვითხრეს, რომ გასტროლებში გვნახეს და სტუმრობა გადაწყვიტეს", — ამბობს გიორგი ჟორჟოლაძე.
90 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა გასტროლებმა Pepperboy-ში, რომელიც სტუმრებს აზიური კერძებით უმასპინძლდება.
"გასტროლებში მონაწილეობის შემდგომ თვალსაჩინოა ის შედეგი, რომელიც კონვერტირდებოდა შეტყობინებებში და ძალიან დიდი ახალი აუდიტორიისთვის ჩვენი რესტორანი ცნობილი გახდა. გასტროლების შემდგომ, ადამიანები მოდიოდნენ და კითხულობდნენ იმ კერძებს, რომლებიც ამ ვიდეოებში იყო ნაჩვენები. რაც შეეხება კონკრეტული კერძების პოპულარობის ზრდას, რადგანაც სამზარეულოს მეტ-ნაკლებად უკვე ჰქონდა ცნობადობა, ამის თქმა კოქტეილებზე უფრო თამამად შეგვიძლია. "სკრაპი კოკო", რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები, ამ თვის ბესტსელერი გახდა", - ამბობს თინათინ ხაფავა.
საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას. თუ გსურთ, ისარგებლოთ მრავალფეროვანი შესაძლებლობებით საქართველოს ბანკისგან და გაიგოთ მეტი ბიზნესზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შესახებ, ეწვიეთ ამ ბმულს. გასტროლების ეპიზოდების სანახავად კი ესტუმრეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს.