როგორ აღმოჩნდა ნიჟარები სანაპიროდან ველის ყუთებში? - VELI.store
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
VELI.store მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელშიც ყველა პროცესი, ვებგვერდზე შემოსვლიდან, ამანათის მიღებამდე და შემდეგაც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას ისახავს მიზნად. ამ ყველაფრის ნაწილი კი ის მოულოდნელი, ველის გუნდის მიერ ხელით შექმნილი საჩუქრებია, რომლებსაც მომხმარებლები თავიანთ შეკვეთებთან ერთად ყუთებში პოულობენ.
სეზონის მიწურულს ველიმ მომხმარებლებისთვის ზაფხულის ემოციების ჩუქება გადაწყვიტა და ამისთვის ფერადი ნიჟარები სანაპიროებიდან პირდაპირ ველის ყუთებში მოახვედრა.
მომხმარებლებს ველის გუნდისგან მსგავსი საჩუქარი აქამდეც მიუღიათ. მაგალითად თებერვალში ხელით აკინძული ფერადი გულები, ხოლო საახალწლოდ ნათურებით განათებული მთელი ყუთი, რომელიც ყველას ძალიან სასიამოვნოდ დაამახსოვრდა. ახლა კი გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხული ბევრისთვის ერთ-ერთი საყვარელი სეზონია და უმეტესად ყველას გული სწყდება, როცა ის სრულდება, ყველა საზაფხულო ემოციის ერთად შეგროვება და კიდევ ერთხელ ჩუქება გადაწყვიტა.
"Ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოულოდნელი მომენტებით მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარება და იმაზე ბევრად მეტის შექმნა, ვიდრე უბრალოდ კარგი ონლაინ შოპინგის გამოცდილების. Როდესაც ეს იდეა გაჩნდა, მალევე ბათუმში მეზღვაურს დავუკავშირდით და ჩვენი ათასობით მომხმარებლისთვის ნიჟარების შეგროვება ვთხოვეთ, რადგან ნიჟარების შეგროვება ყოველთვის ზაფხულის ერთ-ერთი შეუცვლელი რიტუალია, რომელიც ერთგვარად მოგონებების შენახვასთან ასოცირდება. ჩვენი მიზანი კი სწორედ ამ ზაფხულის ემოციების ცოტა ხნით კიდევ უფრო გახანგრძლივება იყო და ვფიქრობ, ამ მიზანს მივაღწიეთ, რადგან მომხმარებლისგან ბევრი დადებითი უკუკავშირი ვნახეთ" - ნინი ჩაჩანიძე, მომხმარებლის გამოცდილების გუნდის ხელმძღვანელი
"Შენი უსაზღვრო ველი" უკვე 1000-ზე მეტმა მომხმარებლემა მიიღო
აღმოაჩინე ველის აპლიკაცია, გადმოწერე და ისარგებლე 20%-იანი ფასდაკლებით მხოლოდ აპლიკაციაში პირველ შენაძენზე კოდით: APP20