Cyber Monday Sale! 50% Off All Access

როგორ აღმოჩნდა ნიუ-იორკში მცხოვრები მარიამ გელბახიანი დახურულ გამოფენაზე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარიამ გელბახიანი ამერიკაში მცხოვრები ქართველია, პიარის და კომუნიკაციების სპეციალისტი, რომელიც მოდის სფეროში მუშაობს. ცოტა ხნის წინ მარიამმა სოციალურ ქსელში ნიუ-იორკში მდებარე ცნობილი გალერეის - Lévy Gorvy Dayan-ის დახურული გამოფენიდან ფოტოები გააზიარა. ფოტოებზე მარიამ გელბახიანს ისეთ ცნობილი ადამიანების გარემოცვაში ვხედავთ, როგორებიც არიან ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დე ნირო. აღსანიშნავია, რომ ისეთი დახურულ კულტურულ ღონისძიებებზე, რომელზეც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ადამიანები იყრიან თავს, მოხვედრა საკმაოდ რთულია. ეს არის ღონისძიებები, სადაც სტუმრებს სპეციალური სიის მიხედვით პატიჟებენ.

Entrepreneur-თან ინტერვიუში მარიამ გელბახიანმა თავის კარიერასა და იმ ამბავზე ისაუბრა, რომელიც გამოფენაზე მოხვედრას უძღოდა წინ.

მარიამ გელბახიანი:

"თბილისიდან სასწავლებლად ნიუ-იორკში წავედი. აქ მოდის სფეროში ვსაქმიანობ და ერთ-ერთ კომპანიაში პიარკომუნიკაციის განხრით ვმუშაობ. სულ მინდოდა, რომ Lévy Gorvy Dayan-ის გალერეა მომენახულებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთი წლის განმავლობაში ვერ მოვახერხე. მოულოდნელად ჩემი კომპანიიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ამ გალერეის დახურულ ღონისძიებას უნდა დავსწრებოდი".

როგორც მარიამი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ეს ღონისძიება ინსტალაციების ექსპოზიციის საჯარო გახსნამდე გამართული დახურული გამოფენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რეპუტაციისა და გავლენის გალერეების დახურულ ღონისძიებებს ყოველთვის მნიშვნელოვანი ფიგურები ესწრებიან, მიწვეული სტუმრების სია მოსალოდნელზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

"გალერეა ზემო ისტ-საიდზე, 64-ე ქუჩაზე მდებარეობს. როგორც მიწვეულ სტუმარს, ერთი თანმხლების წაყვანა შემეძლო და ჩემს მეგობართან ერთად წავედი. გამოფენა ნიუ-იორკის მოდის კვირეულის მიმდინარეობის პარალელურად ტარდებოდა. კვირეულებს ვესწრებოდი და, შესაბამისად, მქონდა მოლოდინი, რომ ამ გამოფენაზე მოდის ინდუსტრიის ცნობილი ადამიანები იქნებოდნენ. გალერეაში ბრიტანელი თანამედროვე არტისტის, თომას ჰაუსეგოს ნამუშევრები იყო წარმოდგენილი და ვაპირებდი, გამეცნო. სანამ არტისტს ვეძებდი, აღმოვაჩინე, რომ საგამოფენო სივრცეში ჰოლივუდის ვარსკვლავები იყვნენ. რობერტ დე ნიროსა და ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად ერთ სივრცეში ვიყავი და სანამ თომასი თავისი ნამუშევრების ტურს გვიტარებდა, ჩემ გვერდით ბრედ პიტი იდგა", - ამბობს მარიამი.

როგორც მარიამი გვიყვება, საღამოს განმავლობაში მან ბრედ პიტთან გასაუბრებაც შეძლო.

"მისდამი ჩემი პატივისცემა გამოვხატე და თომას ჰაუსეგოს ნამუშევრებზეც ვისაუბრეთ. როგორც თავად მითხრა, თომასი მისი ძველი მეგობარი იყო. უნდა აღვნიშნო ის ატმოსფერო, რაც ამ გამოფენაზე სუფევდა - ყველა დამსწრე თანასწორი ვიყავით. ღონისძიებას არ ესწრებოდნენ ფოტოგრაფები და პაპარაცები, ჰოლივუდის ვარსკვლავები კი დაცვის გარეშე იყვნენ", - მარიამ გელბახიანი.

რაც შეეხება თავად არტისტს, თომას ჰაუსეგო თანამედროვე სახელოვნებო სამყაროში ერთ-ერთი ცნობილი პერსონაა. Lévy Gorvy Dayan-ის გალერეაში გამართული გამოფენა მისთვის ერთგვარი შემოქმედებითი დაბრუნებაა. სწორედ ამიტომ ეს გამოფენა მნიშვნელოვანია როგორც არტისტისთვის, ასევე თანამედროვე სახელოვნებო წრისთვის. ბოლო ათ წელიწადში ეს თომას ჰაუსეგოსთვის ნიუ-იორკში გამართული პირველი გამოფენაა. ამ მოვლენას არაერთი მედია გამოცემა გამოეხმაურა. არტისტის შემოქმედებითი პაუზის დასასრულს ვრცელ სტატიებს უძღვნიან ისეთი ჟურნალები, როგორებიც არის: Cultured Magazine-ი, Vulture-ი, Los Angeles Times-ი, The New York Times-ი.

წარმოდგენილი ნამუშევრების, მოწვეული სტუმრებისა და შექმნილი ატმოსფეროს გათვალისწინებით, მარიამ გელბახიანისთვის გამოფენაზე დასწრება ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გამოცდილება აღმოჩნდა.

მარიამ გელბახიანი:

"მიუხედავად იმისა, რომ მოდის კვირეულის ფარგლებში არაერთ ცნობილ ადამიანს შევხვდი, მაგალითად, ნაომის და სპაიკ ლის, ეს გამოფენა მაინც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და ემოციური იყო".

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ