Sponsored Content

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საზღვარგარეთ სწავლა და საერთაშორისო განათლების მიღება სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. დღეს შესაძლებლობები იმდენად გაფართოვდა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი რეალიზება სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით.

დღეს უკვე შესაძლებელია კონკრეტული ბიუჯეტის და ინტერესების მიხედვით მოიძიო უნივერსიტეტი, შეარჩიო ქვეყანა, მოიპოვო დაფინანსებაც და წარმატებით შეაბიჯო საერთაშორისო ასპარეზზე.

ქართველი ახალგაზრდების საკმოდ დიდი რაოდენობა დღეს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში სრული თუ ნაწილობრივი დაფინანსებით სწავლობენ.

როგორ მოახერხეს მათ ეს და როგორია საზღვარგარეთ სასწავლებლად სწავლის პროცესი, განათლების ცენტრ LEAF-ის დამფუძნებელი გიორგი ჩავლეიშვილი გვესაუბრება.

გიორგის ამერიკაში აქვს განათლება მიღებული, რაც გახდა ინსპირაცია, რომ შეექმნა განათლების ცენტრი LEAF და დახმარებოდა ახალგაზრდებს წარმატებით გაეგრძელებინათ სწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მისი პორტფოლიო ასობით წარმატებულ აპლიკანტს ითვლის, რომელთაც წამყვან უნივერსიტეტებში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით გააგრძელეს სწავლა.

  • გიორგი, როგორ და როდის იწყება საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებული ადამიანისთვის უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესი? რა არის ის რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ?

საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებული ადამიანისთვის პროცესი იწყება მინიმუმ 1-2 წლით ადრე. მნიშვნელოვანია, რომ მომზადება დაიწყოს აპლიკაციების ვადების გათვალისწინებით, რადგან უნივერსიტეტების უმეტესობას აქვს ფიქსირებული ვადები საბუთების გაგზავნისთვის, განსაკუთრებით დაფინანსების აპლიკაციებისთვის.

პირველ ნაბიჯად აუცილებელია უნივერსიტეტებისა და პროგრამების კვლევა, რომლებიც შეესაბამება თქვენს ინტერესებს, პროფესიას და მიზნებს.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ტესტების ჩაბარება, როგორიცაა TOEFL/IELTS (ინგლისური ენის ცოდნის დასადასტურებლად) და SAT/GMAT/ GRE (სხვა აკადემიური უნარების შესაფასებლად, კონკრეტული პროგრამის მიხედვით). ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ აპლიკაციის შემადგენელ ნაწილებს, როგორებიცაა სამოტივაციო წერილი, სარეკომენდაციო წერილები და რეზიუმე, რადგან ეს არის აპლიკაციის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებიც უნივერსიტეტებს აძლევს მეტ ინფორმაციას თქვენს გამოცდილებასა და მოტივაციაზე.

  • რა სახის დაფინანსები არსებობს?

დაფინანსება არის ორი ტიპის დამსახურებაზე დაფუძნებული (Merit Based) და საჭიროებაზე (Need Based) დაფუძნებული.

დამსახურებაზე დაფუძნებულ (Merit Based) დაფინანსებაზე უნივერსიტეტი განიხილავს თქვენს აპლიკაციას (თქვენს აკადემიურ მოსწრებას, განხორციელებულ აქტივობებს და ა.შ.) და გთავაზობთ ან მთლიანს, ან ნახევარს, ან მეოთხედ ან სხვა შედარებით მცირე დაფინანსებას,

საჭიროებაზე (Need Based) დაფუძნებული დაფინანსებისთვის ავსებთ ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, რაც დასტურდება ბანკის ცნობებით და შემოსავლების სამსახურის ცნობებით.

სწავლის დაფინანსებას წყვეტს უნივერსიტეტი იმ წელს შესული განაცხადების კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე. ზოგიერთ შემთხვევაში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება ეხება სასწავლო პროგრამას და ცხოვრების ხარჯები თქვენი გადასახდელი იქნება, ზოგიერთი უნივერსიტეტისთვის კი ერთიანად მოიაზრება ხარჯები.

  • რას გვეტყვით უფრო ვრცლად Chevening, Fulbright-ისა და Hungaricum-ის დაფინანსებების შესახებ?
  • Chevening არის ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველი და სხვა ქვეყნებიდან აპლიკანტებს სრულად დაფინანსებულად ისწავლონ დიდ ბრიტანეთში ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა. აპლიკანტებს აუცილებლად სჭირდებათ პროფესიული გამოცდილება და მაღალი აკადემიური მაჩვენებლები.
  • Fulbright არის ამერიკული პროგრამა, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს, მკვლევარებს და პროფესიონალებს შესაძლებლობას, განავითარონ აკადემიური საქმიანობა ამერიკის უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით. ის მოიცავს სასწავლო, საცხოვრებლისა და სხვა დამატებითი ხარჯების დაფარვას.
  • Hungaricum არის უნგრეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს უნგრეთის უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით.
  • როგორ ეხმარებით საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს?

ჩვენი ორგანიზაცია უკვე 16 წელია ეხმარება საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჩააბარონ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში და მოიპოვონ დაფინანსებები. ჩვენი მთავარი ღირებულება არის რომ ყველა ადამიანს მოვერგოთ ინდივიდუალურად, გავითვალისწინოთ მათი ბიუჯეტი, ინტერესები, სურვილები და ამ პროფილის შესაბამისად შევურჩიოთ უნივერსიტეტები და დავეხმაროთ სრულ სააპლიკაციო პროცესში. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, ვართ მათი ოფიციალური წარმომადგენლები და წელიწადში ორჯერ უნივერსიტეტების მოწვევით ვმართავთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებს, სადაც ყველას შეუძლია ერთი სივრცეში შეხვდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან და პირადად მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია რაც დაეხმარება სამომავლოდ გადაწყვეტილების მიღებაში. გამოფენაზე ვიზიტი შეუძლია ყველას, თანაც სრულიად უფასოდ.

სწორედ ახლა ჩვენი მორიგი გამოფენა იმართება და ყველას ვურჩევ მოვიდეს და პირადად მიიღოს ყველა ის ინფორმაცია, რისი გაგებაც ინტერნეტშიც კი საკმაოდ რთულია.

გელოდებით 5 ოქტომბერს 12 საათიდან სასტუმრო ბილტმორში. დასასწრებად საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://leaf.ge/registration/

გამოფენის პლატინის სპონსორია American University in Bulgaria, ოქროს სპონსორია IE University, ხოლო ვერცხლის სპონსორები Domus Academy და University of Southern Denmark