Sponsored Content

როგორ მიიღო ამერიკული განათლება ბიუჯეტურად ევროპაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უპირატესობები:

თუ ამერიკული განათლებაა შენთვის პრიორიტეტული და უკვე მოკვლევაც გააკეთე, გეცოდინება რომ ეს საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება. თუმცა, კარგი ამბავი ისაა რომ, ფინანსები ბარიერი სულაც არ არის. იცი რომ შესაძლებლობა გაქვს მიიღო ამერიკული განათლება, ევროპაში ძალიან ბიუჯეტურად და თან ცხოვრების ხარჯებიც მინიმალური გქონდეს?

ეს ყველაფერი American University in Bulgaria-შია შესაძლებელი, რომელიც ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ქართველი სტუდენტების რიცხვიც ყოველწლიურად იმატებს.

უნივერსიტეტის კიდევ ერთი მომხიბვლელი ნაწილი ისაა, რომ თავის სტუდენტებს სთავაზობს "work and travel" - მუშაობისა და მოგზაურობის საზაფხულო პროგრამას ამერიკაში, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს საინტერესოდ გაატარონ ზაფხული და დამატებით ათასობით დოლარი გამოიმუშაონ.

ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში AUBG უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, ამერიკული სტილის განათლებას. AUBG სასწავლო პროგრამების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მისი სტუდენტების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაფინანსება. პროფესიონალი აკადემიკოსების, მრავალფეროვანი სტუდენტური ჯგუფების, ძლიერი კარიერული მხარდაჭერისა და კამპუსური ცხოვრების კომბინაცია აქცევს მას შესანიშნავ ადგილად სტუდენტებისთვის, რომლებიც ეძებენ ამერიკულ განათლებას ევროპაში ბიუჯეტურად.

უნივერსიტეტი აკრედიტებულია როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ბულგარეთში, რაც უზრუნველყოფს ხარისხების საერთაშორისო აღიარებას.
კონსულტაციის რესურსი:

AUBG უნივერსიტეტის იმდენად მოხიბლულია ქართველი სტუდენტებით, რომ მათი წარმომადგენელი აქ თბილისში მოდის ახალი აპლიკანტების აღმოსაჩენად. შენ შეგიძლია იყო შემდეგი, შეხვდე მათ და დასახო რეალური გეგმა, თუ როგორ ჩააბარო საზღვარგარეთ.
AUBG-ის წარმომადგენელს შეხვდებით 5 ოქტომბერს განათლების ცენტრ LEAF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც პირადად მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას უნივერსიტეტის წარმომადგენლისგან. გამოფენაზე მოსვლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს სრულიად უსასყიდლოდ. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაციაა საჭირო: https://leaf.ge/registration/

პროგრამა და მიმართულებები:

სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია კონკრეტული ბიზნესის ქეისების განხილვასა და უახლესი მეთოდოლოგიების სწავლებაზე. ამერიკული სტილის განათლება ხაზს უსვამს კრიტიკული აზროვნებისა და გლობალური განათლების განვითარებას. მცირე კლასის ზომები უზრუნველყოფს პერსონალიზებულ ყურადღებას და ინტერაქციას პროფესორებთან. ყველა კურსი ისწავლება ინგლისურ ენაზე.

უნივერსიტეტი გთავაზობთ ბაკალავრიატის ხარისხს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკა, ევროპული კვლევები, საინფორმაციო სისტემები, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, მათემატიკა, პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა.

მაგისტრატურის დონეზე AUBG-ს აქვს Executive MBA პროგრამა, რომელიც აკრედიტებულია აშშ-სა და ბულგარეთში.

საცხოვრებელი

კამპუსი ბლაგოევგრადში მოიცავს თანამედროვე საკლასო ოთახებს, კომპიუტერულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას და საცხოვრებელ ობიექტებს. უნივერსიტეტი გამორჩეულია მისი ადგილმდებარეობოთ სარეკრეაციო სივრცეებით, სავაჭრო ცენტრითა და დასასვენებელი სივრცეებით გარშემო.

უნივერსიტეტში ხორციელდება სხვადასხვა სპორტული თუ ინტელექტუალური აქტივობები, შექმნილია სხვადასხვა ინტერესების კლუბები, რაც ხელს უწყობს სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას.

ბევრ დასავლურ ქვეყანასთან შედარებით, ბულგარეთში ცხოვრების ღირებულება შედარებით დაბალია, რაც მას მიმზიდველ მიმართულებად აქცევს სტუდენტებისთვის. თვალწარმტაცი ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ბულგარეთში, ცნობილია თავისი სტუდენტური ატმოსფეროთი და ცოცხალი კულტურული გარემოთი.

გაცვლითი პროგრამები

მსოფლიოს უნივერსიტეტებთან პარტნიორობა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ საზღვარგარეთ და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.

უნივერსიტეტი გთავაზობთ კარიერულ კონსულტაციებს, სტაჟირებებს, სამუშაოს ძიების პროცესში დახმარებას და კარიერული გზების გაფართოების შესაძლებლობებს.

შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • კომპიუტერული მეცნიერებები;
  • ეკონომიკა;
  • ისტორია და ცივილიზაცია;
  • საინფორმაციო სისტემები;
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციები;
  • ლიტერატურა (ორმაგი მეიჯორი);
  • მათემატიკა;
  • პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფიზიკა (ორმაგი მეიჯორი);
  • ფსიქოლოგია (ორმაგი მეიჯორი);

თუ შენც გინდა მიიღო ამერიკული განათლება ხელმისაწვდომ ფასად და გქონდეს საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, არ გამოტოვო შანსი პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს. პირადი კონსულტაციით შენ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებ, რის შემდეგაც განათლების ცენტრ LEAF-ის აკადემიური მრჩევლები AUBG-ს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სრულ სააპლიკაციო პროცესში დაგეხმარებიან.

5 ოქტომბერი

12:00 -17:00 სთ

თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel

  • რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leaf.ge/registration/

არ გამოტოვო შენი საზღავრგარეთ სწავლის შანსი!

გამოფენის პლატინის სპონსორია American University in Bulgaria, ოქროს სპონსორია IE University, ხოლო ვერცხლის სპონსორები Domus Academy და University of Southern Denmark