Sponsored Content

როგორ შევიძინოთ მანქანა ამერიკის აუქციონზე? – Carusell ავტომობილის ჩამოყვანაში დაგეხმარებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Carusell

Carusell-ის ვებგვერდზე შესვლისთანავე იპოვით ღილაკებს: "მაყიდინე", "გამაყიდინე" და "ჩამომაყვანინე", რაც ნიშნავს იმას, რომ ზემოთჩამოთვლილი სერვისებიდან ნებისმიერის არჩევის შემდეგ, ყველაფერს პროფესიონალი ავტოექსპერტები მიხედავენ.

ვისაც ერთხელ მაინც შეუძენია მანქანა აუქციონზე, მისთვის კარგადაა ნაცნობი, რამდენად ბევრ დროით და ფინანსურ რესურსს მოითხოვს მანქანის ჩამოყვანა. ზოგჯერ ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს სასურველი მანქანის მოძებნა - ზუსტად არ ვიცით, რას მივაქციოთ ყურადღება და რომელი მოდელის მანქანა იქნება უფრო გამძლე. არის შემთხვევებიც, როდესაც აუქციონზე შეძენილ მანქანას იმაზე მეტი დაზიანება აქვს, ვიდრე ეს დისტანციურად ყიდვის დროს ჩანდა. ხშირად კი, სხვა ქვეყნიდან მანქანის ჩამოყვანისას ტრანსპორტის მენეჯმენტიც კი გვიჭირს. ამას ემატება საბუთების შეგროვება, მანქანის შემოწმება, სანდო ექსპერტების მოძებნა და მანქანის შეკეთება, რაც ჩვენს სრულ ენერგიას მოითხოვს. ამასთან, საკმაოდ შრომატევადი პროცესია მანქანის გაყიდვაც - შესაძლოა, პოტენციური მყიდველი სხვა ქალაქში ცხოვრობდეს და დროისა და ფინანსების ნაკლებობის გამო, ვერ შეძლო ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, ანა აბაშიძემ და საბა ჯიქურმა ქართული სტარტაპი - Carusell შექმნეს, რომლის ავტოექსპერტებიც მანქანის ყიდვისა და გაყიდვის მთლიან პროცესს გადაიბარებენ.

"მომხმარებელს არაფერზე უწევს ფიქრი, ერთ დღესაც, სრულიად ახალი მანქანა მიუვა სახლთან", - აღნიშნავენ "ქარუსელის" გუნდში. კომპანიის ავტოექსპერტები მომხმარებელს უკვე აქტიურად ეხმარებიან, შეიძინონ მეორადი ავტომობილები ამერიკის აუქციონებზე და გაუმარტივონ თითოეული პროცესი, რაც მანქანის საქართველოში ჩამოყვანასთან არის დაკავშირებული. ამასთან, "ქარუსელს" ამერიკის ოფიციალურ აუქციონებზე ექსკლუზიური კოდები აქვს, რაც აძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებს ექსკლუზიური ფასები შესთავაზონ და უფრო იაფად ჩამოუყვანონ მანქანა, ვიდრე სხვა კომპანია ჩამოუყვანდა.

როგორ შევიძინოთ მანქანა ამერიკის აუქციონზე?

მომხმარებელი, რომელსაც ამერიკიდან მანქანის ჩამოყვანა სურს, ვებგვერდის მეშვეობით უკავშირდება "ქარუსელს" და აწვდის ინფორმაციას: როგორი მანქანა სურს, რა არის ის მაქსიმუმი თანხა, რასაც გადაიხდიდა და რას ანიჭებს უპირატეობას ავტომობილში. ამის შემდეგ, ექსპერტი სხვადასხვა აუქციონზე ეძებს შესაბამის ავტომობილს, ამოწმებს თითოეული მათგანის ისტორიას, ადარებს ფასებს, არჩევს ბაზარზე არსებულ საუკეთესო ვარიანტებს და უგზავნის მომხმარებელს დასადასტურებლად. აღსანიშნავია, რომ გამარტივებული კომუნიკაციის მეშვეობით, ექსპერტს პირდაპირი კავშირი აქვს მომხმარებელთან და შესაბამისად, კლიენტი მუდმივად საქმის კურსშია.

"მანქანის შეძენის მსურველებს ვეხმარებით, აირჩიონ საუკეთესო ვარიანტი მიმდინარე აუქციონებზე. ზოგჯერ მომხმარებელს არ აქვს იმისი ცოდნა, რის მიხედვით შეარჩიოს ავტომობილი, როგორი დაზიანებით არის უმჯობესი მანქანის ყიდვა, რამდენი უნდა ჰქონდეს გარბენი სხვადასხვა მოდელს, რამდენად ძვირი დაჯდება კონკრეტული დაზიანებული მანქანის შეკეთება და სხვა. ამ პროცესებში მხარს უჭერენ ჩვენი ავტოექსპერტები, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და მომხმარებელს ისეთი მანქანის შერჩევაში ეხმარებიან, როგორსაც საკუთარი თავისთვის შეარჩევდნენ", - განმარტავენ "ქარუსელში".

როდესაც მომხმარებელი გადაწყვეტს, რომელი მანქანის შეძენა სურს, ავტოექსპერტი აუქციონზე ვაჭრობას იწყებს და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით შეიძინოს მანქანა და შესაბამისად, მომხმარებელი უფრო მეტად დარჩეს მოგებული. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის კეთილდღეობა ავტოექსპერტის პირდაპირი მოტივაციაა, ვინაიდან "ქარუსელის" ბიზნესმოდელი სრულიად ნდობაზეა აწყობილი. რაც მეტად დარჩება მომხმარებელი მოგებული, მეტ შემოსავალს მიიღებს ავტოექსპერტიც. აქედან გამომდინარე, ადამიანები, რომლებიც ირჩევენ "ქარუსელს" მუდმივად მშვიდად გრძნობენ თავს, რადგან იციან, მათთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებზე სხვები აქტიურად ზრუნავენ.

რა ხდება შემდგომ? ავტომობილის შეძენის შემდეგ, თითოეულ პროცესს ისევ ავტოექსპერტები მართავენ. ქმნიან ინვოისებს, აგვარებენ ტრანსპორტირების საკითხებს და მწყობრში მოჰყავთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია. როდესაც ავტომობილი საქართველოში ჩამოვა, "ქარუსელი" ფოთის პორტიდან სხვა ქალაქებში ჩაყვანასაც უზრუნველყოფს. ამის შემდეგ, მომხმარებელს აკავშირებენ "ქარუსთან", რომელიც მათ დაუთვლის ხარჯებს საუკეთესო შეთავაზებით და ნაკლები დანახარჯებით ავტომობილის შეკეთებაში დაეხმარება. მომხმარებელს არაფერზე არ უწევს ფიქრი და თითოეული ნაბიჯი მისგან დამოუკიდებლად ხორციელდება.

დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, "ქარუსელი" ცოტა ხნის წინ ყაზახეთის ბაზარზეც გავიდა, სადაც ავტომობილების ექსპორტს ახორციელებს. როგორც "ქარუსელის" თანადამფუძნებელი, ანა აბაშიძე, გვიყვება, ყაზახეთში, როგორც ჩვენს მეზობელ მხარეში, საქართველოდან ყველაზე დიდი ნაკადით გადის მანქანები. ყაზახეთში, შიდა რეგულაციებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია ამერიკიდან მანქანის ჩამოყვანა, სწორედ ამიტომ, მეტწილად, ყაზახეთის მაცხოვრებლები მანქანებს საქართველოში ყიდულობენ. "მანქანის ჩაყვანის, გადაფორმებისა და სხვა პროცედურების განხორციელება საქართველოში ბევრად მარტივია. 2021 წელს საქართველოში, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი ჩამოვიდა, რაზეც, დიდი მოთხოვნა გაჩნდა ყაზახეთშიც. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ ყაზახეთში ავტომობილების იმპორტი, რითიც არამხოლოდ ყაზახებს გავუმარტივეთ მანქანის შეძენის პროცესი, არამედ ავტომობილების ქართველ მფლობელებს მივეცით საშუალება, მიიღონ იმაზე მეტი სარგებელი, ვიდრე ამას მხოლოდ შიდა იმპორტით ნახავდნენ. ვინაიდან მანქანების ჩაყვანა ყაზახეთში დიდ სირთულეს წარმოადგენს, ისინი 1000-2000 დოლარით მეტსაც იხდიან", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ანა აბაშიძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "ქარუსელზე" მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რაც გუნდს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მეტად იფიქროს მასშტაბირებასა და გაფართოებაზე. "ქარუსელი" ამერიკისა და ყაზახეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც გეგმავს სერვისების გატანას და აქვთ სურვილი, არამხოლოდ ადამიანების, არამედ - ქვეყნებს შორისაც გაამარტივონ მანქანის ყიდვა-გაყიდვის პროცესი.