"საბა" 2023-ის საიუბილეო დაჯილდოების თარიღი ცნობილია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლიტერატურული პრემია "საბასთვის" წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ზუსტად 21 წლის წინ პოეტმა რატი ამაღლობელმა და თიბისი ბანკმა კონკურსი ერთად დაარსეს.
საზეიმო ცერემონია გაიმართება 19 სექტემბერს, 21:00 საათზე შატო მუხრანში, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 11 ნომინაციაში გამოავლენს. წელს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი, რომელიც ჟიურიმ უკვე განიხილა და 8 ნომინაციაში ფინალისტების სიაც ცნობილია. ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგი ნომინაციებიდან:
1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
2. საუკეთესო პიესა
3. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
4. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
5. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
6. საუკეთესო პროზაული კრებული
7. საუკეთესო პოეტური კრებული
8. საუკეთესო რომანი
9. მკითხველის "საბა"
10. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
11. მკითხველის "საბა"
12. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში
დაელოდეთ, "საბა" 2023-ის დაჯილდოებას 19 სექტემბერს, 21:00 საათზე, ტელეკომპანია ფორმულას და საბასა და თიბისის Facebook გვერდებზე.