Sponsored Content

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ჯგუფმა SOFTSWISS-მა, რომელსაც ოფისი აქვს თბილისში, ჩაატარა თანამშრომლების გლობალური შეხვედრა დუბაიში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SOFTSWISS

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ჯგუფმა SOFTSWISS-მა დუბაიში თანამშრომლების ტრადიციული გლობალური ფართომასშტაბიანი შეხვედრა ჩაატარა. სხვადასხვა კულტურის და ეროვნების წარმომადგენელი ინფორმაციული ტექნოლოგიების 1000-ზე მეტი სპეციალისტი მთელი მსოფლიოდან გაფრინდა 4 დღის გასატარებლად ცათამბჯენებით ცნობილ ქალაქში. კომპანიის ოფისები მდებარეობს ევროპის ოთხ ქვეყანაში – პოლონეთში, საქართველოში, ბელორუსიასა და მალტაში. თუმცა თანამშრომლები მუშაობენ დისტანციურად მთელი მსოფლიოდან. კვიპროსი, თურქეთი, მალტა, ნიდერლანდები, მექსიკა, ბრაზილია, არგენტინა, ფილიპინები – ეს იმ გეოგრაფიული არეალის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, სადაც SOFTSWISS-ის ექსპერტები ცხოვრობენ.

კომპანიების ჯგუფში წარმატებით ჩამოყალიბდა დისტანციური სამუშაო სისტემა, თანამშრომლებს შორის ყოველდღიური კომუნიკაცია ხდება ინტერნეტის საშუალებით, ამიტომ ასეთი შეხვედრები გუნდისთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრონ კოლეგებთან, დაუსვან შეკითხვები ხელმძღვანელებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა წლიური შეხვედრების მთავარი მიზანია ერთმანეთში დადებითი ემოციების გაზიარება მსოფლიოში მოვლენებისა და დღის წესრიგის მიუხედავად.

მთელი დღის განმავლობაში, გუნდებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ესაუბრათ თანამშრომლებთან, მონაწილეობა მიეღოთ ღონისძიებებში, გაცნობოდნენ ქალაქს ექსკურსიებზე, წასულიყვნენ უდაბნოში, წყალზე გასეირნებისას დრო გაეტარებინათ იახტაზე, თუმცა რაც მთავარია – გაეცნოთ კოლეგები რეალურ ცხოვრებაში და არა ონლაინ შეხვედრებისას ეკრანებზე.

ასევე, ჩატარდა არაფორმალური შეხვედრა კომპანიების ჯგუფის ხელმძღვანელობასთან და დამფუძნებლებთან. ეს არის SOFTSWISS-ში დამკვიდრებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი – ყველას შეუძლია ღიად და გულწრფელად ჰქონდეს დიალოგი მენეჯერებთან, შეუძლიათ დაუსვან მათ კითხვები, გაუზიარონ საკუთარი მოსაზრება, მისცენ რჩევები და განიხილონ მათთან ერთად საინტერესო მომენტები.

ბოლოს ბურჯ ხალიფას ძირში გაიმართა დიდი გალა ვახშამი ნამდვილი "SOFTSWISS Stars-ის" ტალანტ შოუთი და ცნობილი დიჯეის გაფორმებით. რამდენიმე თვის განმავლობაში დეველოპერებმა, ანალიტიკოსებმა, მენეჯერებმა, დიზაინერებმა და სხვა თანამშრომლებმა, დამდგმელ რეჟისორთან ერთად, მოამზადეს თავიანთი ნომრები სცენაზე კოლეგების წინაშე გამოსასვლელად და თავიანთი ნიჭის საჩვენებლად.

- თანამშრომელთა ყოველწლიური შეხვედრა - ეს არის ის შეხვედრა, რომელსაც ყველაზე დიდხანს ელოდებიან და რომელიც ყველასთვის საყვარელია ჩვენს კომპანიების ჯგუფში. ის მომენტი, როდესაც საბოლოოდ შეგვიძლია მოვშორდეთ ვირტუალურ სამყაროს, ჩავეხუტოთ ერთმანეთს, ვისაუბროთ ერთმანეთთან და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. ასეთი მოვლენები ავსებენ ჩვენს გუნდს პოზიტიური ემოციებით, – ამბობს იულია ონჩევა, SOFTSWISS-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, – ადამიანები წარმოადგენენ ჩვენს საფუძველსა და ძირითად აქტივს. დღეს ვხედავ ტენდენციას, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები ირჩევენ კომპანიებს სამუშაოდ არა მხოლოდ მატერიალური შესაძლებლობის კუთხით. უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს სურთ მონაწილეობა მიიღონ ინოვაციური პროდუქტების შექმნაში. იმუშაონ ისეთ კოლეგებთან, რომლებიც ფლობენ უნიკალურ ცოდნას. ისეთ გუნდში ყოფნა, სადაც კოლეგები ერთმანეთზე ზრუნავენ, მზად არიან ჩადონ რესურსი თითოეული თანამშრომლის ემოციურ კეთილდღეობაში. მუშაობა იქ, სადაც კულტურაშია ისეთი პრინციპები, როგორიცაა ურთიერთპატივისცემა და გულწრფელი მხარდაჭერა, მუშაობას კი უნდა მოჰქონდეს სიამოვნება და "დრაივი"! ჩვენმა თანამშრომლებმა ეს ყველაფერი SOFTSWISS-ში იპოვნეს.

iGaming-ის წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი ხსნის განვითარების ახალ ცენტრებსა და სამუშაო ადგილებს მთელს მსოფლიოში, იწვევს სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების კვალიფიციურ სპეციალისტებს მისი ბრენდის ქვეშ სამუშაოდ. ამასთან, თანამშრომლებს შეუძლიათ თავისუფლად აირჩიონ, თუ როგორ უნდათ მუშაობა – ოფისში ან დისტანციურად.

ცნობისთვის

SOFTSWISS არის საერთაშორისო ტექნოლოგიური პროდუქტების ჯგუფი, რომელსაც აქვს 10-წლიანი გამოცდილება და ფლობს ოფიციალურ წარმომადგენლობითი ოფისებს პოლონეთში, მალტაში, საქართველოსა და ბელორუსიაში. კომპანიაში დასაქმებულია 1400-ზე მეტი ადამიანი. SOFTSWISS წარმოადგენს პირველ კომპანიათა ჯგუფს მსოფლიოში, რომელმაც ონლაინ გართობის სფეროში შექმნა გადაწყვეტა კრიპტოვალუტებთან მუშაობისთვის.

2022 წელს კომპანიამ მოიპოვა SIGMA Europe-ის ჯილდო ნომინაციაში "წლის საუკეთესო სამუშაო ადგილი" და SIGMA CIS ჯილდო ნომინაციაში "Best affiliate tracking software". ხოლო, 2021 წელს SOFTSWISS-მა მიიღო შემდეგი ჯილდოები: "წლის საუკეთესო მომხმარებელთა მომსახურების კომპანია" საერთაშორისო თამაშების დაჯილდოებაზე (IGA) და "წლის საუკეთესო მომხმარებელთა მომსახურება" Starlet Awards-ზე. SOFTSWISS-ის თანამშრომლებმა კი გაიმარჯვეს ნომინაციებში "ლიდერობა", "პროდუქტები და ინოვაციები" და "წლის თანამშრომელი".