საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "დი ბი ეს ჯგუფი" თელავში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია "დი ბი ეს ჯგუფი" თელავში 2 საცხოვრებელ კორპუსს, 7 500 კვ.მ. ფართობზე აშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 650 000 ლარს შეადგენს.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან უკვე 6 წელია ვთანამშრომლობთ და მათთან პარტნიორობით თელავში ორ - 6 და 7 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ვაშენებთ, რომელიც მწვანე კარკასით ჩაბარდება. ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში. სამომავლოდაც საქართველოს ბანკთან პარტნიორობას ვგეგმავთ, და მჯერა, ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს სამშენებლო სექტორის გაძლიერებას", - განაცხადა სამშენებლო დეველოპერული კომპანია "დი ბი ეს ჯგუფის" დამფუძნებელმა, ალექსანდრე ბაკურაძემ.
"საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს სამშენებლო და დეველოპერული პროექტების ხელშეწყობა წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, მსგავსი სახის პროექტების განხორციელებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ. გვჯერა რომ მსგავსი მხარდაჭერით ვეხმარებით აღნიშნულ სექტორს განვითარებაში, რეგიონს ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. კომპანია ამჟამად 150 ადამიანს ასაქმებს, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. "დი ბი ეს ჯგუფს" წარმატებას ვუსურვებთ საქმიანობაში, ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას", - განაცხადა საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.