საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ბათუმში გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტრნიორობით, 2 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს გამართავს. ფორუმზე ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს განიხილავენ.
შეხვედრაზე მოხსენებით საქართველოს ბანკის წარმომადგენლები: რუსუდან ბარათაშვილი და ლევან თეთრაძე წარსდგებიან, რომლებიც ბუღალტერიის განვითარების პროგრამასა და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე - ფაქტორინგზე ისაუბრებენ.
ფორუმზე მონაწილეობას ასევე მიიღებენ: საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხლავენ.
"მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა, დღეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. არსებობს პრობლემები, რომლებიც ბარიერებს ქმნიან დაფინანსების მოძიების თვალსაზრისით. თუმცა, ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობები, რომლის შესახებაც რიგ შემთხვევებში ბიზნესი არასაკმარისად არის ინფორმირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ორგანიზებით ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე წინა წლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა და 2023 წელსაც საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ", - განაცხადა SMEDA-ს დირექტორმა, გიგა ფაიქიძემ.
"საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ბათუმში SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში და მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს. ფორუმზე დამსწრე აუდიტორია მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას გაეცნობა, ისეთს, როგორიცაა: ფინანსური ხელმისაწვდომობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. ასევე, მოისმენენ ციფრული ბუღალტერიის საჭიროებებს, რაც მათ კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ბიზნესის უკეთ წარმართვასა და სამომავლო განვითარებაში", - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.
დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას მითითებულ ბმულზე შეძლებენ: https://bit.ly/3ky60TM
ინფორმაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. SMEDA პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში.