საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ლიბო ჯგუფი" მზის პანელების დამონტაჟებას გეგმავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია და კერძო სექტორთან პარტნიორობის ფარგლებში არაერთ წარმატებულ პროექტს ახორციელებს. ამჯერად, კომპანია, რომელიც ბანკთან პარტნიორობით მზის სადგურების დამონტაჟებას გეგმავს, სადისტრიბუციო კომპანია "ლიბო ჯგუფია". ის თბილისში, ახალ სასაწყობე ფართს 6 510 კვ.მ.ზე აშენებს, სახურავზე კი მზის პანელებს დაამონტაჟებს.
სასაწყობე ფართის პირველი ფაზა, რომელიც სულ მალე დასრულდება, 2 360 კვ.მ. ფართობზე იქნება განთავსებული. კომპანია, მზის პანელების დამონტაჟებას სწორედ აღნიშნულ სასაწყობე ობიექტზე გეგმავს.
პროექტის ჯამური ღირებულება 4.5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სრულად ბანკის მიერ ფინანსდება.
"საქართველოს ბანკის დახმარებით გურამიშვილზე ახალ სასაწყობე ფართს ვაშენებთ, რომლის დასრულების შემდეგ მზის პანელების დამონტაჟებას ვგეგმავთ. მზის სადგურების მშენებლობა არის გარემოზე ზრუნვისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რისი გაკეთებაც პასუხსიმგებლიან კომპანიას შეუძლია. ბანკთან ერთად მზის პანელების განთავსებაში კომპანია "გრინ ენერჯი" დაგვეხმარება, რომელთან თანამშრომლობაც უკვე დაწყებული გვაქვს. აღნიშნული მზის სადგურები წლიურად 348 502 კვტ-ის გამომუშავებას შეძლებს, ინვესტიციის უკუგების პერიოდი კი 5 წელი იქნება", - აღნიშნავს "ლიბო ჯგუფის" თანადამფუძნებელი, ოთარ ბადაგაძე.
"დღითი დღე იზრდება კომპანიების რიცხვი, რომლებიც მზის სადგურების დამონტანჟებას გეგმავს. კერძო სექტორი გარემოზე ზრუნვასა და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაზე აქტიურად ფიქრობს. მზის პანელების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს. ამასთან, მზის სადგურების პროექტების განვითარება ბიზნესზე დადებითად მოქმედებს, აყალიბებს მას ეკომეგობრულ კომპანიად და მომხმარებლისთვის მეტ სანდოობას იმსახურებს", - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ მითაიშვილი.