საქართველოს ბანკის მობილბანკით ბანკებს შორის თანხის გადარიცხვა 24/7-ზეა შესაძლებელი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
იცოდით, რომ თუ საქართველოს ბანკის მომხმარებელი ხარ, შესაძლებლობა გაქვთ, ბანკებს შორის თანხა მომენტალურად გადარიცხოთ. თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ბანკიდან საკუთარ ანგარიშზე გადმოიტანოთ თანხა, რომელიც ბარათზე მომენტალურად აისახება. ან პირიქით, საქართველოს ბანკის ანგარიშიდან თანხა ნებისმიერ სხვა ბანკში გადარიცხოთ მომენტალურად.
საქართველოს ბანკი წამყვანი ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუცია, რომელიც აქტიურად ცდილობს საკუთარ მომხმარებლებს ინოვაციური პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. მათი მიზანია, მომსახურება მეტად კომფორტული, საბანკო ოპერაციების განხორციელება კი კიდევ უფრო მარტივი გახდეს.
"ჩვენ მომხმარებელს განახლებულ ფულადი გადარიცხვების ელექტრონულ სისტემას ვთავაზობთ, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ, განახორციელონ საბანკო ტრანზაქციები მომენტალურად - დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სულ რამდენიმე წუთში საქართველოს ბანკის ანგარიშზე მიიღონ თანხა ნებისმიერი ბანკიდან და ამასთან, თავად განახორციელონ მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათზე. ჩვენ ხელს ვუწყობთ მომხმარებელს, დაზოგონ დრო და მიიღონ მათზე მორგებული საბანკო სერვისები. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის ახალი, ინოვაციური და თანამედროვე სერვისების შექმნაზე მუშაობას", - აღნიშნავს მაიკო გორგილაძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მობილბანკის ინოვაციური ფუნქციონალით სხვასთან გადარიცხვის პროცესი ძალიან მარტივია:
- ტრანზაქციას მობილბანკიდან ტელეფონის ნომრით განახორციელებ და იქვე მიუთითებ სასურველ თანხას;
- ადრესატი ეგრევე, არასამუშაო საათებშიც მიიღებს SMS ლინკს, რომლითაც თანხას სასურველ ბარათზე დასვამს
- და თუ მიმღებს ბარათი ფავორიტებში აქვს მონიშნული, თანხა ავტომატურად ამ ბარათზე, ეგრევე დაჯდება
თუ საკუთარ ანგარიშზე სხვა ბანკის ბარათიდან არასამუშაო საათებში თანხის გადარიცხვა მოგინდება, მარტივად მიყვები ამ ნაბიჯებს:
- საქართველოს ბანკის მობილბანკში მიუთითებ გადმოსატანი თანხის ოდენობას
- პირველი შიდა გადარიცხვისას შეიყვან სასურველი ბარათის მონაცემებს
- მომდევნო გადარიცხვებისთვის ბარათს დაიმახსოვრებ და თანხას 1 დაჭერით გადმოიტან
- თანხა კი ეგრევე აგესახება საქართველოს ბანკის ანგარიშზე
სულ ესაა!