Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ვინ არის ჩვენი მომხმარებელი? ეფექტიანია ის, რასაც ვაკეთებ? როგორ გავზარდოთ გაყიდვები და როგორ განვავითაროთ საკუთარი ბიზნესი? − ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვებია ბიზნესის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კი სხვადასხვა ბრენდი თუ ბიზნესი არაერთ კვლევას ატარებენ და შემდგომ კონკრეტულ კამპანიებს ახორციელებენ გაყიდვების გასაზრდელად.
"საქართველოს ბანკმა" ამ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად და ეფექტიანი კამპანიების დასაგეგმად ინოვაციური ხელსაწყო − Ads-მენეჯერი შექმნა, რომელიც "ბიზნეს მენეჯერის" ნაწილია. Ads-მენეჯერი გადახდის სხვადასხვა მეთოდის ანალიზის მეშვეობით ბიზნესს საკუთარი მომხმარებლების ზუსტ ანალიტიკას სთავაზობს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ბიზნესის მომხმარებლების აქტივობის, დემოგრაფიის, ქცევისა და სეგმენტაციის სხვადასხვა მახასიათებლის შესახებ. გარდა ამისა, იგი აკვირდება მომხმარებლების ტენდენციას, თუ რამდენი მათგანი დაკარგა ბიზნესმა, რამდენი შეიძინა, მათ შორის რამდენია აქტიური ბოლო 2 თვის განმავლობაში და სხვა.
ბიზნესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი სწორედ გაყიდვები და ტრანზაქციების ისტორიაა, "საქართველოს ბანკმა" კი შეძლო, ეს ინფორმაცია პროდუქტიულ ხელსაწყოდ გარდაექმნა. Ads-მენეჯერი, მომხმარებლების ზუსტი ანალიტიკის დახმარებით ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მართოს საკუთარ აუდიტორიაზე მორგებული შეთავაზებები: დაგეგმოს კამპანია, თავადვე განსაზღვროს მისთვის საინტერესო აუდიტორია, რეალურ დროში დააკვირდეს პროგრესს და საბოლოო შედეგების ანგარიშიც იხილოს.
კიდევ ერთი უპირატესობა, რაც Ads-მენეჯერს აქვს, ესაა წვდომა "საქართველოს ბანკის" ციფრულ არხებზე, რომლებსაც 1 200 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს. თითოეულ ბიზნესს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქტების შესახებ ინფორმაცია "საქართველოს ბანკის" ციფრული არხების მეშვეობით მისთვის სასურველ აუდიტორიას მიაწოდოს, კერძოდ კი მობილ ბანკის, sCool app და offers.bog.ge-ის საშუალებით.
მაგალითად, თუ თქვენ სწრაფი კვების ობიექტები გაქვთ და გსურთ თქვენი პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია ბურგერებისა და სწრაფი კვების ობიექტების მოყვარულ 20-35 წლამდე ადამიანებს მიაწოდოთ, Ads-მენეჯერი და "საქართველოს ბანკის" ციფრული არხები ამაში უპრობლემოდ დაგეხმარებათ.
ასე რომ, "საქართველოს ბანკის" ეს ინოვაციური პლატფორმა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საკუთარ მომხმარებლებს მათზე მორგებულ შეთავაზებებს გაეცნონ, მეორე მხრივ კი ბიზნესგანვითარებასა და ზრდაში ეხმარება.
ინფორმაციისთვის, "ბიზნესმენეჯერი" "საქართველოს ბანკის" სიახლეა. ესაა პლატფორმა, რომელიც ბიზნესების ფინანსურ თუ საოპერაციო პროცესებში თამაშის წესებს ცვლის და ნებისმიერი ტიპისა თუ ზომის კომპანიას მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. იგი აერთიანებს სამ მნიშვნელოვან პროდუქტს, ესენია: გადახდების მენეჯერი, API-მენეჯერი და Ads-მენეჯერი. სხვადასხვა ტიპის ფუნქციონალით, "ბიზნესმენეჯერი" ამარტივებს გადახდების პროცესებს, სრული კონტროლის საშუალებას გაძლევთ შეთავაზებების მთლიან ციკლზე და გაწვდით დეტალურ მონაცემებს თქვენი ბიზნესის მომხმარებლების შესახებ. ასე რომ, არ გაჩერდეთ, აღმოაჩინეთ ბიზნესმენეჯერი და აითვისეთ თქვენი ბიზნესის სრული პოტენციალი.