საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი აპარტ სასტუმრო გაიხსნება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი ბიზნესის წახალისებასა და სტუმარ - მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით თბილისის ძველ უბანში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე ახალი აპარტ სასტუმრო გაიხსნება. პროექტი 2023 წლის სექტემბერში დასრულდება. მისი ინვესტიცია კი 1 000 000 დოლარია.
სასტუმროს სრული ფართობი 1500 კვ.მ.-ია, რომელიც ორ A და B ბლოკებად არის განთავსებული. სასტუმრო მოიცავს 15 თანამედროვე ტექნიკით სრულად აღჭურვილ ინდივიდუალურ აპარტამენტს. პროექტს გამოარჩევს ინტერიერის თანამედროვე დიზაინი და გამწვანებული, მყუდრო ეზო. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო აშენებულია ენერგოეფექტური მასალებით.
"ადგილმდებარეობა, სადაც სასტუმროა განთავსებული საინტერესო ისტორიის მატარებელია. ძველი ცნობების მიხედვით, ნინო ჩხეიძის ქუჩა უძველესი დროიდან 1824 წლამდე სამეფო ქალაქის პირა დასახლება იყო, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები თიხის ნივთებს აწარმოებდნენ. აღნიშნულ ისტორიულ კვლევებს ეფუძნება როგორც სასტუმროს კონცეფცია, ასევე ინტერიერის დიზაინში გამოყენებული უნიკალური დეტალები. ჩვენი მთავარი მიზანია, სტუმარს შევუქმნათ მყუდრო გარემო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. მოხარულნი ვართ რომ პროექტის განხორციელების პროცესში გვერდში გვყავს სანდო პარტნიორი საქართველოს ბანკის სახით. მათი თანადგომისა და დახმარების გარეშე რთული იქნებოდა პროექტი სწორედ ისეთი გამოსულიყო, როგორიც ჩავიფიქრეთ და ამასთან, მშენებლობის ვადებიც ზედმიწევნით დაგვეცვა. მოუთმენლად ველით სტუმრებთან შეხვედრას, ამისთვის კი განვაგრძობთ აქტიურ რეჟიმში მუშაობას", - განაცხადა ლიკა ჭუმბურიძემ, კომპანიის დირექტორმა.
"ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ საკუთარ საქმიანობაში, რათა წამოიწყონ ახალი ან განავითარონ უკვე არსებული ბიზნესი. ამჯერად ბანკისა და კერძო კომპანიის წარმატებული პარტნიორობით ახალი სასტუმრო აშენდება. პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და ოქტომბერში სასტუმრო უკვე მიიღებს პირველ სტუმარს. აღსანიშნავია, რომ ახალი სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმდება რამდენიმე ათეული ადამიანი. ასევე, დარწმუნებულები ვართ რომ სასტუმრო მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში", - განაცხადა ირაკლი კიკალიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.