საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან IBIS-ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, "ფუჯინ სილქ ფროფერთი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სამვარსკვლავიან სასტუმროს IBIS-ის ბრენდის სახელით გახსნის.
72 ნომრიანი სასტუმრო 4 სართულიან 4600 კვ.მ. ფართობის შენობაში განთავსდება.
სასტუმროში მისული სტუმრები შეძლებენ ისარგებლონ რესტორნით და ღვინის მაღაზიით. სასტუმროში ასევე მოეწყობა სატრენაჟორო დარბაზი და საკონფერენციო სივრცე.
პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 8,7 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის ფინანსური რესურსი კი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერით IBIS-ის ბრენდის ახალ სასტუმროს ავაშენებთ. მიგვაჩნია, რომ სასტუმროს ლოკაცია მოგვცემს შესაძლებლობას, მოვიზიდოთ ბევრი ტურისტი. მოხარული ვართ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და ჩვენს წვლილს შევიტანთ ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებაში",- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ჯონ დოდელენდემ.
"ჩვენ მუდმივად მზად ვართ ჩავერთოთ პროექტებში, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდები შემოვლენ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდას და ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვას. მოხარული ვართ, რომ ხელს ვუწყობთ ბიზნესს, დაიწყონ და განახორციელონ ახალი პროექტები. მიგვაჩნია, რომ ლოკაციიდან გამომდინარე სასტუმროს ეყოლება ბევრი სტუმარი, რომელსაც გაუწევენ მაღალი ხარისხის მომსახურებას და ამით გაზრდიან შემოსავლებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, არ გაჩერდნენ და კიდევ ბევრი, ახალი პროექტი განახორციელონ ",- განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.