საქართველოს ბანკის თამაშის მარკეტი იხსნება — ნახე, რისი შეძენა შეგიძლია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
9 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ახალი მასშტაბური თამაში დაიწყო. თამაში 12 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ბანკის ყველა სრულწლოვან მომხმარებელს, რომელიც მობილბანკის აპლიკაციით სარგებლობს. თამაშის დაწყება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე 2 ან 3-მოთამაშიან გუნდში. შესაძლებელი, დავალებები კი თამაშში ყოველი კვირის ორშაბათს გამოჩნდება. დავალებების სწორად შესრულებით მონეტები გროვდება, რომლებიც ფინალური ტურისთვის შეგიძლია შეინახო ან მარკეტში სხვადასხვა საჩუქარში გადაცვალო.
მარკეტი მესამე კვირიდან გაიხსნება და შეძლებ დაგროვებული მონეტები სხვადასხვა კომპანიის ვაუჩერებში, შეთავაზებებსა და PLUS ქულებში გადაცვალო. გაითვალისწინე, რომ როგორც დამოუკიდებლად მოთამაშეებს, ისე 2 და 3-მოთამაშიან გუნდებს სხვადასხვა მარკეტი ექნებათ და მონეტების საჩუქრებზე გადაცვლაც მხოლოდ მათთვის განკუთვნილ მარკეტში იქნება შესაძლებელი.
მარკეტში, რომლის მხარდამჭერიც Mastercard-ია, დაგხვდება მილიონი PLUS ქულა, 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი PLUS ქულა და ისეთი კომპანიის ვაუჩერები, როგორებიცაა: Dressup, Veli.store, JYSK, Zoommer, Nikora, GPC & Pharmadepot, Rompetrol, Wolt, Snap Georgia Travel Holding, City Mall, Bolt, Fitpass, Super, Lutecia, Biblusi.
დაგროვილი მონეტებით შეგიძლია იშოპინგო, საინტერესო წიგნები შეიძინო, ვარჯიში დაიწყო ან სამოგზაუროდაც კი წახვიდე. მნიშვნელოვანია, რომ სასურველი შეთავაზება ან ვაუჩერი მალევე აირჩიო, რადგან მათი რაოდენობა ლიმიტირებულია ცალკე როგორც დამოუკიდებლად მოთამაშეებისთვის, ისე ცალკე რაოდენობაა განსაზღვრული გუნდებისთვისაც. თუმცა ისიც გახსოვდეს, რომ მარკეტში ყოველ კვირა ახალ-ახალი საჩუქრები დაემატება და თუ ერთხელ ვერ მოასწარი მონეტებით სასურველი საჩუქრის შეძენა, ვინ იცის, იქნებ შენი საოცნებო შეთავაზება მომავალ კვირას გამოჩნდეს.
ვინც მონეტების შენახვას ფინალურ ეტაპამდე აპირებს, მათი გამოყენება დახმარებების მისაღებად შეეძლება. დახმარება კი შეიძლება დროის მოგება, მინიშნება ან პასუხის გახსნა იყოს, რასაც მოთამაშე თავად გადაწყვეტს. თამაშის ფინალი 2024 წლის იანვარში გაიმართება, პირველადგილოსნების პრიზები კი ასეთია: დამოუკიდებელი მოთამაშე — 25 000 ლარი, ორ-მოთამაშიანი გუნდი — 55 000 ლარი და სამ-მოთამაშიანი გუნდი — 90 000 ლარი. კიდევ რა პრიზების მოგება შეგიძლია თამაშის ფინალში, ამ ბმულზე უფრო ვრცლად წაიკითხავ.
თუ ჯერ არ დაგიწყია თამაში ან დამატებითი კითხვები გაქვს, მეტ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნო აქ