Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
აგრო წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, საქართველს ბანკმა, USAID-ის სოფლის მეურნების პროგრამასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად, 31 ოქტომბერს B2B აგროფორუმი გამართა.
B2B აგროფორუმის მიზანი ქართველი მეწარმეებისთვის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობა გახლდათ და მის ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის, პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
აგროფორუმში მონაწილეობა 50 - მდე მეწარმემ მიიღო, რომლებმაც სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში წარადგინეს საკუთარი პროდუქცია. ფორუმს 200 - მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის საკონსულტაციო კომპანიები Galt & Taggart, EuroMonitor, EDA,Globalize, AGRIMNT, Spag Group,Agritrade Solutions, SST Sensors & Smart Technologies და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქტის წარმოებიდან ექსპორტამდე არიან ჩართული პროცესში.
"საქართველოს ბანკისთვის აგროსექტორი ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ჩვენს პორტფელში მნიშვნელოვანი წილი უკავია. ქართული პროდუქციის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობისა და ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, ჩვენ არაერთი პროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები ვყოფილვართ და B2B აგროფორუმიც ამის დასტურია. ფორუმის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალ ბიზნეს პარტნიორებს შეხვედროდნენ და დაემყარებინათ სტრატეგიული პარტნიორობა, რათა უფრო მეტად განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვუჭერთ მხარს სოფლის მეურნეობის გაძლიერებას და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი აგროსექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია" - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.