საქართველოს ბანკისა და ProdAct Community-ის პარტნიორობით თემაზე - "მონაცემებზე დაფუძნებული პროდუქტის მარკეტინგი და მენეჯმენტი" შეხვედრა გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი, როგორც ციფრული პროდუქტების საუკეთესო მიმწოდებელი ბანკი, მუდმივად ორიენტირებულია ციფრული და ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებასა და ინოვაციური სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ProdAct Community-ის პარტნიორი გახდა. პარტნიორობის ფარგლებში, პირველი ერთობლივი Meetup-ი, თემაზე "მონაცემზე დაფუძნებული პროდუქტის მარკეტინგი და მენეჯმენტი" 8 მაისს, ტერმინალში გაიმართება. ღონისძიებაზე ციფრული მენეჯერები და მარკეტერები ისაუბრებენ იმაზე, თუ რა როლს ასრულებს მონაცემები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ ეხმარებათ პროდუქტის განვითარებაში.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის, ProdAct Community-სა და Veli.Store-ის წარმომადგენლები პრეზენტაციას გამართავენ. პანელური დისკუსიის ნაწილი კი, სიღრმისეულ საუბარს დაეთმობა იმის შესახებ, თუ რა გზაა მონაცემების შეგროვებიდან საბოლოო ვიზუალიზაციამდე და შესაბამისად, მომხმარებელისთვის უკეთესი პროდუქტის შეთავაზებამდე.
"ჩვენი მიზანია საქართველოს ბანკთან ერთად გავაძლიეროთ Community და ერთობლივი ძალისხმევითა და ცოდნის გაზიარებით ხელი შევუწყოთ პროფესიონალიზმის ზრდას ციფრული პროდუქტების მიმართულებით. ჩვენი კოლაბორაციის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე Meetup-ები ჩატარდება, რომლებიც აღნიშნულ სფეროში საინტერესო და აქტუალური თემებისა და გამოწვევების განხილვას მიეძღვნება. გაიმართება ადგილობრივი პროდუქტების პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები. დამატებით, ასევე ვგეგმავთ საერთაშორისო კომპანიებთან კოლაბორაციას, რომლის ფარგლებშიც სექტემბერში მასშტაბური კონფერენცია გაიმართება, სადაც მონაწილეობას უცხოელი სპიკერები მიიღებენ. ეს კულტურული და პროფესიული გამოცდილების გაზიარების კუთხით, ხელს შეუწყობს ქართველი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას. მეორე მხრივ, კი ბიძგს მისცემს ქართული სტარტაპებისა და ზოგადად საქართველოს პოზიციონირებას ციფრული პროდუქტების სამყაროში. ProdAct Community არ ჩერდება და გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ", - აღნიშნავს ProdAct Community-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გიორგი ლომიძე.
"მონაცემთა დამუშავება და მათი ეფექტური გამოყენება ციფრული პროდუქტების დეველოპმენტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა მონაცემებზე დაფუძნებით შემუშავებული სტრატეგია პროდუქტის განვითარებისთვის. საქართველოს ბანკის და ProdAct Community-ის პარტნიორობის მიზანია, ხელი შევუწყოთ სხვადასხვა აქტივობებით, ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში ჩართული პროფესიონალების კოლაბორაციას; გამორჩეული და წარმატებული ქართული ციფრული პროდუქტების პოზიციონირებას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის პლატფორმების შექმნას, სადაც ისინი მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და ცოდნის მიღებას შეძლებენ. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენ აღნიშნული პროექტით მივცემთ ადამიანებს მოტივაციას, დაინტერესდნენ და შექმნან მონაცემებზე დაფუძნებით ბევრი, ახალი და კარგი პროდუქტი", - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.
ინფორმაციისთვის, Community-ის საქმიანობა ბევრ საინტერესო მიმართულებას აერთიანებს. ძირითადი მიზანი სხვადასხვა სახის ღონისძიებების და კონფერენციების ჩატარებაა, რომელიც ქართულ სტარტაპერებს შესაძლებლობას მისცემს იდეები გააცნონ საზოგადოებას. ციფრული პროდუქტებით დაინტერესებული ადამიანები კი, ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული წრის გაფართოებას შეძლებენ.