საქართველოს ბანკმა ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესის განვითარების შესახებ ვორქშოპი გამართა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, მეწარმეების ხელშეწყობას და მათ საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა EU4Business-თან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან თანამშრომლობით, ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი "როგორ დავგეგმოთ ბიზნესის განვითარება" გამართა.
საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ორდღიან შეხვედრას ბიზნესკონსულტანტი და Start - Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი, ლარისა პატარაია უძღვებოდა. ქალ მეწარმეებთან შეხვედრაზე მან ბიზნესის გაფართოებისა და გაძლიერების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრები საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესისთვის სპეციალურად შექმნილ 4B-ის სივრცეში ჩატარდა და მას 30-ზე მეტი მეწარმე ქალი დაესწრო. შეხვედრაზე სპიკერმა მიმოიხილა ისეთი თემები, როგორებიცაა:
- როგორ დავგეგმოთ ბიზნესის განვითარება;
- როგორ მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და შევამციროთ წარუმატებლობის რისკები;
- როგორ შევიმუშაოთ სტრატეგიული განვითარების გეგმა;
- როგორ განვსაზღვროთ რესურსები და ვიზრუნოთ საქმიანობის წარმატებაზე.
გარდა ამისა, ვორქშოპის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, უფასოდ გაევლოთ 1-საათიანი ინდივიდუალური კონსულტაცია მომხსენებელთან და განეხილათ საკუთარი ბიზნესის სტრატეგიული გეგმები.
"მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესში ბარიერების შემცირებას. მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ქალი მეწარმეებისთვის ჩაგვეტარებინა ვორქშოპი ბიზნესის განვითარების საკითხებზე და მათთვის მიგვეცა შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესის გამოწვევები თუ გეგმები კვალიფიციურ სპეციალისტთან ერთად განეხილათ. საქართველოს ბანკი ბიზნესის წარმომადგენლებს მომავალშიც არაერთ მსგავს ინიციატივას შესთავაზებს", - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.