Sponsored Content

საქართველოს მთავრობის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისათვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სამოქმედო გეგმა 2023- 2025 წლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისათვის. სამოქმედო გეგმა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2021-2025 წლების სტრატეგიის ნაწილს.

სამოქმედო გეგმით გაწერილია საქართველოს მთავრობის მიერ დადგემილი აქტივობები მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისათვის გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმები

ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების განვითარება და დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარება. ამ მიზნით, დაგეგმილია "აწარმოე საქართველოში" არსებული პროგრამების განახლება,

სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსება, საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში სესხების გარანტიის გაცემა, მიკრო გრანტების გაცემა, აგროკრედიტების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება,

სადაზღვევო პრემიის სუბსიდირება და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროგრამების განვითარება. ამასთან, დაგეგმილია ფაქტორინგის შესახებ კანონის მიღება, უზრუნველყოფილი ტრანზაქციების რეფორმის სამართლებრივი

ჩარჩოს შემუშავება, კერძო/ ვენჩურული კაპიტალის ფონდების მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვა, SAFE ინსტრუმენტის დანერგვა (მომავალი წილის მარტივი შეთანხმება), ლიზინგთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება, სახალხო დაფინანსების (crowdfunding) სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება, მოძრავი ქონების გირავნობის რეესტრის მოდერნიზება.

საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენების ხელშეწყობას.

EBRD ბიზნეს მკვლევარი - www.businessguide.ebrd.ge გთავაზობთ ინფორმაციას და საინტერესო მასალას თქვენი ფინანსების მართვასთან დაკავშირებით.

2023-2025 წლებში დაგეგმილია მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშემწყობი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი მდგრადობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, გათვალისწინებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 700-ზე მეტი თანამშრომლის გადამზადება.

კონკურენტული გარემოს გაზრდის მიზნით, დაგეგმილია სავარაუდო კანონდარღვევების მიზნით მონიტორინგის განხორციელება. გარდა ამისა, დაგეგმილია კერძო სექტორისათვის ტრენინგების ჩატარება კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესახებ.

მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტა. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, დაგეგმილია დავის ალტერნატიული მექანიზმების, კერძოდ, არბიტრაჟის

და მედიაციის გაძლიერება და ამ გზით დასრულებული საქმეების რაოდენობის ზრდა ყოველწლიურად. გარდა ამისა, ბიზნესომბუდსმენის აპარატში დაგეგმილია საკონსულტაციო ხაზის ფუნქციონირება ბიზნესისათვის.

EBRD ბიზნეს მკვლევარი - www.businessguide.ebrd.ge გთავაზობთ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საჭირო სამართლებრივი საკითხების შესახებ მასალას, მათ შორის, დავების ეფექტურად მართვასთან დაკავშირებით.

ბიზნესის მართვის ხელშეწყობა

ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების განვითარების და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა. ამ მიზნით, დაგეგმილია ცნობიერების ამაღლების კუთხით ტრენინგების ჩატარება და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა წილობრივი მონაწილეობის ზრდა, ვინც მიიღებს დამატებით ინფორმაციას და ცოდნას. 2023 წლის ბოლომდე დაგეგმილია Log-in Georgia პროექტის მეორე კომპონენტის "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პროექტის სამიზნე დასახლებების მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობისა და მათ ციფრულ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ პროგრამებისა და საინფორმაციო შეხვედრების უზრუნველყოფა.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მცირე და საშუალო მეწარმე ქალთა ზრდა/განვითარებას გლობალური კონკურენციის გათვალსიწინებით, მათ შორის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების" (WEPs) პოპულარიზაციას და სახელმწიფო პროგრამებში ქალთა მონაწილეობის წახალისებას.

სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მწვანე ეკონომიკის განვითარება. ამ კუთხით დაგეგმილია არაერთი საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება და სხვადასხვა კანონსა თუ კანონქვემდებარე აქტში ცვლილებების შეტანა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

EBRD ბიზნეს მკვლევარი - www.businessguide.ebrd.ge გთავაზობთ სასარგებლო მასალას ბიზნესის მართვის პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ სამოქმედო გეგმის სრული ვერსია.