"საქართველოს განვითარების ფონდს" საერთაშორისო კომპანია "Rothschild"-ის მმართველი დირექტორი ეწვია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "Rothschild"-ის მმართველი დირექტორი ბარონესა არიელ მალარ დე როტშილდი "საქართველოს განვითარების ფონდს" ეწვია.
საქმიან შეხვედრას ფონდის მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძე, ფონდის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თვამჯდომარის მოადგილე მერაბ კაკულია და საბჭოს წევრი ნანა ადეიშვილი ესწრებოდნენ. "საქართველოს განვითარების ფონდის" მენეჯმენტმა "Rothschild"-ის მმართველ დირექტორს ფონდის საქმიანობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ბარონესა არიელ მალარ დე როტშილდმა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობასა და პოტენციური ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით, ფონდის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.