საქართველოში პირველად ვენჩურული ინვესტიციების სამიტი ჩატარდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
25-26 აპრილს საქართველოში პირველად რეგიონალური ვენჩურული ინვესტიციების სამიტი Central Eurasia Venture Summit ჩატარდება. ღინისძიების ორგანიზატორია კომპანია Future Laboratory და ვენჩურული ფონდი Central Eurasia Ventures, ხოლო სამიტის ორგანიზების მხარდამჭერები არიან ITU (International Telecommunication Union), USAID და საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვენჩურული სამიტზე 20 -ზე მეტი რეგიონალური ვენჩურული ფონდი ჩამოვა თურქეთიდან, ჩეხეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან, მონღოლეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. სამიტს ასევე დაესწრებიან რეგიონის ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელები, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები, ანგელოზი ინვესტორები და სტარტაპები.
ღონისძიების მთავარი ამოცანაა, რეგიონში მოღვაწე ვენჩურულ ფონდებს შორის, რომლებიც სტარტაპებში ინვესტირებას ახორციელებენ, შეიქმნას თანამშრომლობის სისტემა და მექანიზმები. აღიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ვენჩურული ფონდები განახორციელებენ რესურსების კონსოლიდაციას, პერსპექტიულ სტარტაპებთან დაშვების ხელშეწყობას, სინდიკატების შექმნას ერთობლივი დაფინანსების განსახორციელებლად, ცოდნის და გამოცდილების გაცვლას და ვენჩურულ ფონდებში მეტი კაპიტალის მოზიდვას, საკანონმდებლო და რეგულაციური გარემოს გაუმჯობესებას.
როგორც კომპანია Future Laboratory-ის და ვენჩურული ფონდის Central Eurasia Venture-ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე აცხადებს, ღონისძიება უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ეტაპი ვენჩურული კაპიტალის ბაზრის განსავითარებლად საქართველოში და რეგიონში. Central Eurasia Venture Summit-ი ყოველწლიურად საქართველოშ ჩატარდება და ხელს შეუწყობს, მეტ კოოპერაციას რეგიონში ვენჩურული ინვესტიების მიმართულებით ასევე უზრუნველყოფს თანამშრომლობის ეფექტური მოდელების შექმნას დარგის გაძლიერებისთვის.