საქართველოში ცელიაკიის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის" (,,სცეა") ორგანიზებით, 3 ივნისს, 12:00 საათზე სასტროში ,,პულმან აქსის თაუერსი" გაიმართება ცელიაკიის პირველი საერთაშორისო კონგრესი. ღონისძიებას დაესწრებიან სტუმრები 5 ქვეყნიდან. სპეციალური მოწვევით, კონგრესის საპატიო სტუმრები არიან: ექიმი გასტროენტეროლოგი თურქეთიდან, ბატონი ჰაკან დემირცი და კომპანია Dr.Schar--ის ნუტრიციული მიმართულების ხელმძღვანელი, ქალბატონი ჟაკლინ პანტე იტალიიდან. სპიკერებს შორის არიან ქართველი ექიმები: ქალბატონი მარიამ ღუღუნიშვილი, პედიატრი-გასტროენტეროლოგი (თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა) და ქალბატონი ნინო ხელაძე, ბავშვთა ენდოკრინოლოგი (მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო).
,,კონგრესის მიზანია ცელიაკიის მიმართულებით გამოცდილების და სიახლეების გაზიარება სამედიცინო სექტორში, ასევე ცნობიერების ამაღლება ფართო საზოგადოებაში. " განაცხადა ,,სცეას" პრეზიდენტმა, ქეთი ტაბატაძემ. მისი თქმით, საქართველოში ცნობიერების ამაღლების კამპანია ,,სცეამ" 2022 წლის ბოლოს, ორგანიზაციის დაფუძნებისთანავე დაიწყო: ,,წელს საქართველო პირველად შეუერთდა ცელიაკიის საერთაშორისო მაისის თვის კამპანიას, თბილისში პირველად აღინიშნა ცელიაკიის საერთაშორისო დღე-16 მაისი, თვის ჭრილში ჩატარდა არაერთი აქტივობა. ,,მადლობა ყველა პარტნიორ ორგანიზაციას ნდობისთვის, თანადგომისთვის და თანამშრომლობისთვის, მადლობა ჩვენს წევრებს და ყველა ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას. ,,სცეას" გუნდი განაგრძობს მუშაობას და სიახლეებს პერიოდულად გავაცნობთ საზოგადოებას. ჩვენი მთავარი მიზანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ყველა ადამიანისთვის, ვისაც აქვს ცელიაკიის დიაგნოზი," აღნიშნა მან.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კომპანია Dr.Schar, ,, მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი", ,,ალიანს ჯგუფი", ,,თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა," ,,ჯიპისი", ,,ჯორჯიტა", ,,ევროპროდუქტი", ,,აქტო ფარმა", ,,ორგანიკა" ,,როქსი" და ,,პრაიმაქსი. მედია პარტნიორები: ჟურნალი Entrepreneur და Georgia Today.
,,ჩემი,როგორც ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, და პირველ რიგში მშობლის, მიზანია კონგრესის მეშვეობით დავანახოთ საზოგადოებას, სახელწიფოს, სამედიცინო სტრუქტურებს, რომ ,,ერთად რული გზაც მარტივია." ეს არის სწორედ ჩვენი სლოგანი. მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაზიარება და მიღება და ადაპიტრება ადგილობრივ რეალობაზე. ეს არის ევრუპლი გზა, გზა ევროპის ასოციაციამდე," განაცხადა გვანცა ბლიაძემ, ,,სცეას" ვიცე-პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია" თანამშრომლობს ,,ევროპის ცელიაკიის საზოგადეოებების გაერთიანებასთან" (AOECS), რომ უახლოეს მომავალში გახდეს მისი წევრი, რაც, როგორც ,,სცეაში" აცხადებენ, ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განათლებას, მეტ სიახლეს და ცხოვრების უკეთეს პირობებს ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის საქართველოში.