Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Web Summit 2024 - ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოს" თანამშრომლობის ფარგლებში, წელს მასშტაბური სივრცით და "StartUP in Georgia" ინიციატივით არის წარმოდგენილი, რომელიც მოიცავს ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე, როგორც სტარტაპების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ადგილი.
აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ყველა აქტივობას, პროგრამას, მხარდაჭერის მექანიზმსა თუ ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის ფარგლებში ტარდება ეკოსისტემის და ინოვაციების საზოგადოების განვითარების მიზნით. ასევე სამიტზე წარსდგებიან ქართული სტარტაპები: Awork, Helio, Klipy, Wempler და სხვები.
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე Web Summit 2024 მასპინძლობს 160 ქვეყნიდან 70 000 - ზე მეტ მონაწილეს, მათ შორის ასეულობით სტარტაპს, ტექნოლოგიურ კომპანიასა თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან.