საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ ახალი კურსი დაემატა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კურსი "ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის" დაემატა. კურსს ინჟინერი, ნანა დიხამინჯია, გაუძღვება.
"ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები ყოველდღიურად ვითარდება და მათი როლი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სულ უფრო იზრდება. ამ ბიზნესკურსში ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლიათ მცირე და საშუალო მეწარმეებს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების გამოყენება მათი საქმიანობის უფრო ეფექტური და ოპტიმალური მართვისთვის", - აღნიშნავს ნანა დიხამინჯია.
ახალი კურსი 7 ვიდეოლექციისგან შედგება. ლექციებზე განხილული იქნება ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია სოციალური მედიის მართვა, ადამიანური რესურსების მენეჯმეტი, გაყიდვების სისტემების გამართვა და სხვა.
Businesscourse.ge ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც 50-მდე კურსია ხელმისაწვდომი ფინანსების, მარკეტინგის, ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და სხვა საკითხების შესახებ. კურსებზე რეგისტრაცია უფასოა, ხოლო ვიდეოლექციების ნახვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის პლატფორმაზე უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა სხვადასხვა კურსი.
დარეგისტრირდით კურსზე "ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის" ან ნახეთ სხვა კურსები ვებგვერდზე www.businesscourse.ge