საქართველოში პირველი ვენჩურული ფონდი Future Laboratory Ventures (FLV) დაფუძნდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Future Laboratory Ventures (FLV) ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საქართველოში რეგისტრირებული პირველი ქართული ვენჩურული ფონდია. ფონდის მიზანია, შექმნას ხიდი ამერიკასა და საქართველოს შორის და ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს ამერიკის ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმაროს. ვინაიდან, აშშ მსოფლიოში ყველაზე დიდი სამომხმარებლო ბაზარია, სადაც პროდუქტებსა და სერვისებზე ყოველწლიურად 18 ტრილიონი დოლარი იხარჯება.
ვენჩურული ფონდი და მისი, როგორც სტარტაპებში ინვესტირების გამართული მექანიზმის მნიშვნელობა.
ვენჩურული ფონდი ინვესტირებას სტარტაპებში - სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე ახლად დაფუძნებულ ინოვაციურ ბიზნესებში იმ ეტაპზე ახორციელებს, როდესაც მათი იდეებისა და პროდუქტების არავის სჯერა. იგი პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ფონდის საშუალებით, ინვესტორებს კაპიტალის დივერსიფიცირების, ხოლო სტარტაპებს მათთვის უმნიშვნელოვანეს საბაზისო კაპიტალზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც საინვესტიციო გარემოსა და სტარაპ ეკოსისტემის განვითარებაზე დადებითად აისახება. ამას მოწმობს აშშ-ს გამოცდილება, სადაც ათი ყველაზე მსხვილი კომპანიიდან შვიდმა (Apple, Tesla, Microsoft, Meta და სხვა) პროექტის განსავითარებლად საწყის ეტაპზე ვენჩურული კაპიტალი მიიღო.
ამასთანავე, ვენჩურული ფონდი სტანდარტული საინვესტიციო მექანიზია. მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები, მსხვილი საინვესტიციო ფონდები, უნივერსიტეტები, კერძო მსხვილი კომპანიები თავისუფალ კაპიტალს სამართავად ვენჩურულ ფონდს ანდობენ. ფონდი თავის მხრივ, პროცესის სტრუქტურირებასა და ინვესტიციების დივერსიფიცირებას ბევრ პერსპექტიულ სტარტაპში თანხის განაწილებით ახორციელებს. გარდა ამისა, სტარტაპებსა და ტრადიციულ ბიზნეს სექტორს ტურბულენტობის განსხვავებული ფაზები აქვთ: სტარტაპები სწრაფად იზრდებიან როგორც კრიზისის, ასვე ეკონომიკური სტაბილურობის დროს.
როგორც წესი, ვენჩურული ფონდის პროექტების 5-20% აღწევს წარმატებას. ყველაზე მაღალ უკუგებას პროექტების მცირე რაოდენობა ქმნის. მოგების სახითა და საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, ვენჩურული ინვესტიციები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი საინვესტიციო მექანიზმია.
პროცესის დივერსიფიკაცია, სტარტაპების დაფინანსება და პროექტების მხარდაჭერა (განათლება, საკონსულტაციო სერვისები, აშშ-ს ბაზარზე განვითარება), Future Laboratory Ventures (FLV) სტრატეგიის ნაწილსაც წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ერთი წლის გამავლობაში, ფონდი ამერიკის ბაზარზე ორიენტირებულ 40-მდე ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპში გეგმავს ინვესტირებას. FutureLab აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში მათ სილიკონ ველისა და წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუციების ჩართულობით გადაამზადებს. გარდა ამისა, სტარტაპების მხარდაჭერისათვის ფონდს სხვა მექანიზმებიც აქვს შექმნილი.
აშშ-ს ბაზარზე წარმატებისათვის მხარდამჭერი მექანიზმები
Future Laboratory Ventures ( FVL ) სტარტაპებს აქსელერაციის პროგრამის FutureLab-ის ფარგლებში ორეტაპიანი გადამზადებისა და ამერიკის ბაზარზე პროდუქტის ტესტირების პროცესს სთავაზობს: სტარტაპები UC Berkeley-ის , Stanford StartX-ისა და სილიკონის ველის მენტორების სემინარებში, ლექციებსა და პრაქტიკულ დავალებებში იღებენ მონაწილეობას.
ფონდი სტარტაპებს განვითარების ყველა ეტაპზე უჭერს მხარს, აცხადებს ირაკლი ქაშიბაძე, Future Laboratory Ventures-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ეხმარება მათ საერთაშორისო ინვესტორებისთვის გასაგებ შიდა პარტნიორული და სამართლებრივი სტანდარტების ფორმირებაში, უზრუნველყოფს სტარტაპის სტაბილურობას და ხელს უწყობს შემდგომში ინვესტიციების მოპოვებასა და კომპანიის განვითარებას. ამასთანავე, Future Laboratory Ventures-ის პარტნიორობა სილიკონის ველზე მოღვაწე კომპანია Ellera-სთან მეწარმეებს საშუალებას აძლევს მიიღონ აშშ-ს სტანდარტების მომსახურება სხვადასხვა მიმართულებით: იქნება ეს მარკეტინგული, იურიდიული, ფინანსური თუ საბუღალტრო მომსახურება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ა.შ
საბოლოო ჯამში, Future Laboratory Ventures-ის მიზანია, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაში მუშაობისა და განვითარების საეთაშორისო სტანდარტი დაამკვიდროს და ლოკალურ ინოვაციურ პროექტებს მეტი პერსეპექტივა შეუქმნას. Future Laboratory Ventures, ასევე მნიშვნელოვანი წვლილის შეიტანს ვენჩურული ინვესტირების დარგში ეთიკის ნორმების დანერგვის პროცესში. ფონდი გამართული მექანიზმით, მაღალი სტანდარტებითა და ცოდნის მიწოდებით, აზღვევს ინვესტორებს და ეხმარება სტარტაპებს წარმატების მიღწევასა და განვითარებაში.
*აღნიშნული სტატია არ წამოადგენს საინვესტიციო შეთავაზებას ან საინვესტიციო რჩევას ფონდში ინვესტირებისთვის, ატარებს საინფორმაციო ხასიათს. მისი შინაარში განმარტავს ვენჩურული დარგის მომხიბვლელობას და ყურადღებას ამახვილებს ვენჩურულ ინდუსტრიაში სტარნდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე, დარგში რისკების შესამცირებლად და სტარტაპ ეკოსისტემის განსავითარებლად.