"საქკაბელის" მიერ წარმოებულ სოლარ კაბელს TUV NORD-ის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"საქკაბელის" მიერ წარმოებულ სოლარ კაბელს "ტუვ ნორდის" უსაფრთხოებისა და ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა. საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული სოლარ კაბელი "საქკაბელმა" მომხმარებელს რამდენიმე თვის წინ წარუდგინა. 7 თვიანი ინტენსიური ტესტირების შემდგომ კი, საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანო "ტუვ ნორდის" მიერ პროდუქციაზე შესაბამისი სერტიფიკატი გაიცა, რომელიც ადასტურებს, რომ კაბელი უზრუნველყოფს მზის პანელების გრძელვადიან, საიმედო ფუნქციონირებას.
"მოხარულები ვართ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და საკონსულტაციო კომპანია "ISO Consulting"-ის მხარდაჭერით, ჩვენი პროდუქციის სერტიფიცირება წარმატებით შედგა. ტესტირების პროცესი საკმაოდ კომპლექსური იყო - პროდუქციის ნიმუშები "ტუვ ნორდის" ლაბორატორიაში გავაგზავნეთ, სადაც 7 თვის განმავლობაში გადიოდა სხვადასხვა ტესტირებას. EN 50618:2014 და IEC 62930:2017 სტანდარტებთან შესაბამისობაში, შეფასდა პროდუქციის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა: UV რეზისტენტობა, მექანიკური სიმძლავრე, ელექტრული მახასიათებლები, იზოლაციისა და გარსაცმის შემადგენლობა, ტემპერატურული გამძლეობა, ჰალოგენისა და მხუთავი აირების არ არსებობა და სხვ. ტესტირების პარალელურად, ევროპიდან მოწვეულმა "ტუვ ნორდის" ექსპერტების სამუშაო ჯგუფმა მანქანა-დანადგარების, კაბელის მახასიათებლებისა და გამოყენებული ნედლეულის წარმოების სრული ციკლი დეტალურად შეისწავლა. ხანგრძლივი ტესტირებისა და საწარმოო პროცესის შესწავლის დასასრულს კი, სოლარ კაბელმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც ცხადყოფს, რომ "საქკაბელის" მიერ წარმოებულ პროდუქციას საერთაშორისო დონეზე შეუძლია გაუწიოს კონკურენცია საკაბელო ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს", - "საქკაბელის" მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.
აღსანიშნავია, რომ "საქკაბელის" მიერ წარმოებულ სოლარ კაბელს რამდენიმე თვის წინ შესაბამისობის სერტიფიკატი და CPR ჩეხეთის "ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტმაც" მიანიჭა, რაც ევროკავშირში სამშენებლო პროდუქციის ჰარმონიზებულ წესებთან თანხვედრას გულისხმობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ "საქკაბელის" მიერ წარმოებული სოლარ კაბელი უკვე წარმატებით გამოიყენება ქვეყანაში სტრატეგიული განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების განსახორციელებლად.
"მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა წვლილი შევიტანოთ საქართველოში განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივი ეკონომიკის მდგრად განვითარებაში. როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, "საქკაბელი" კვლავ აქტიურად განაგრძობს ინოვაციებსა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით სიახლეების დანერგვას", - "საქკაბელის" მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.
შეგახსენებთ, "საქკაბელი" 67-ე წელია იკავებს ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა. აღსანიშნავია, რომ "საქკაბელის" პროდუქცია, მომხმარებელთან გაგზავნამდე, დეტალურ შემოწმებას გადის ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.