Sponsored Content

Serverspace აგრძელებს მსოფლიო მასშტაბის ზრდას. კანადის მონაცემთა ცენტრი გამოშვებულია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

Serverspace არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც აწარმოებს სერვერების სივრცეებს, ეს კომპანია ემსახურება მომხმარებელთა შესაძლებლობების ზრდასა და მათთვის ინოვაციური პროექტების შეთავაზებას. მნიშვნელოვანია მათი მიდგომაც, უსმინოს მომხმარებელს და შესთავაზოს საუკეთესო გამოსავლები არსებული პრობლემების დასაძლევად. კომპანიის მთავარი მიზანია გახადოს ციფრული ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომი, მარტივად გამოსაყენებელი და კიდევ უფრო ეფექტიანი.

ამ საერთაშორისო კომპანიას ამ ეტაპისთვის აქვს ექვსი მონაცემთა ცენტრი, ამასთანავე კომპანია ზრდის ტემპებს ზრდის და სამომავლოდ, დამატებით ხუთი მონაცემთა ცენტრის გახსნას გეგმავს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ მომსახურებას როგორიცაა სერვისების განვითარება რაც თავის თავში მოიცავს Cloud servers-ებსა და ახლახან გამოშვებულ CDN-ს. Serverspace სწრაფად ვითარდება მსოფლიოს მასშტაბით, ამ კომპანიის სერვისებით სარგებლობა უკვე ჩრდილოეთ ამერიკაშიცაა შესაძლებელი, უკანასკნელ წლების განმავლობაში მონაცემთა ცენტრი გაიხსნა კანადაში, კერძოდ - ტორონტოში. ეფექტიანი მუშაობისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა განთავსებულია, მონაცემთა ცენტრში სახელად - "Cologix TOR 3" რომელიც, თავის მხრივ კანადაში, ქალაქ ტორონტოს ცენტრსი მეფის ქუჩის ცხრაას ხუთ ნომერშია განთავსებული. ეს ცენტრი განეკუთვნება მონაცემთა ცენტრების მთავარ ოპერატორს ჩრიდლოეთ ამერიკაში - Cologix-ს. კანადაში, ამ ცენტრის გაშვების დღიდან ოცდაოთხ ათასზე მეტი ვირტუალური სერვერი განლაგდა Serverspace-ის მომხმარებლების მიერ. კომპანიის მიერ ჩატარებული კვლების მიხედვით კანადის ცენტრი იმაზე უფრო ეფექტიანი და მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინი იყო და ის სერვისები, რასაც ეს ცენტრი აწარმოებს განვითარების პირველივე ეტაპიდან მაღალი გაყიდვების მაჩვენებლით ხასიათდება.

კომპანიის მომსახურება, მუდმივად ვითარდება და ტექნოლოგიების განვითარების ზრდის ტემპს ფეხს უწყობს, მუდმივად ხდება ახალი მახასიათებლებისა და ფუნქციონალების იმპლემენტაცია, რაც თავისთავად აისახება ეფექტიანი სერვისების წარმოებასა და მომხმარებელთათვის შეთავაზებაზე.

B2C-ს მთავარი წარმომადგენელი დიმიტრი ვოლკოვი ამბობს:

"დღეს, სერვერულ სივრცეთა კომპიუტერიზაცია აქტიურად იზრდება და დიდებული პერსპექტივა აქვს იმ ქვეყანათა ბაზრებზე, რომლებსაც ჩვენ ვუმიზნებთ. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს მომხმარებლებზე ორიენტირებული პირობებით და მაღალი ხარისხის აღჭურვილობების მართვითი ქცევა, Serverspace ხდება ლიდერი საერთაშორისო სერვერების სივრცეთა პროვაიდერებს შორის."

Serverspace, საერთაშორისო სერვერების სივრცეთა მწარმოებელი კომპანიაა, იგი თავის მომხმარებლებს უფლებას აძლევს განავითარონ და აღრიცხონ საკუთარი ციფრული ინფრასტრუქტურა სულ რაღაცა წამებში. რაც კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის მას და ზრდის მისი წარმატების მაჩვენებელს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველ სეზონზე კომპანია იღებს G2 მომხმარებელთა კმაყოფილების გამომხატველ ჯილდოს, რაც დამატებით ზრდის მათ გავლენას საერთაშორისო თუ ლოკალურ ბაზრებზე. Serverspace არის გამორჩეული კომპანია, რომელიც მომხმარებელს ფართო მასშტაბის და მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. სტარტაპებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, პროგრამისტებსა და დეველოპერებს. მათი სერვისები აერთიანებს შემდეგი პროდუქტების შეთავაზებას მომხმარებლებისათვის: Serverspace-ის ინფრასტრუქტურის ქირაობა, CDN, ქსელური სერვისები, ადმინისტრაციული სერვისები და მომხმარებელს სთავაზობს ავტომატიზებული ინფრასტრუქტურისათვის განკუთვნილ სამენეჯმენტო სერვისებს, როგორებიცაა: API, CLI და Terraform.

ცხადია მას შემდეგ რაც კომპანია დაიწყებს ზრდას და ახალი ცენტრების გახსნას, თითოეული ახალი ცენტრი იქნება აღჭურვილი ამ ყველა სერვისით, რათა კომპანიამ შეინარჩუნოს და გაზარდოს განვითარების ტემპი, ეფექტიანობა და გაიმყაროს თავისი ლიდერის პოზიცია სხვადასხვა ბაზარზე.

Serverspace შესახებ

მაშასადამე, როგორც სტატიიდან დავინახეთ, Serverspace არის ერთ-ერთი გიგანტი ციფრული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებს შორის, მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის, იყოს მუდმივად აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სერვისებით. მუდმივად გაზარდოს მომსახურების არეალი და შესთავაზოს მომხმარებლებს, მათზე მაქსიმალურად მორგებული სერვერული სივრცეები, იქნება ეს პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფები, მცირე და საშუალო ბიზნესები თუ სტარტაპები, კომპანიას უამრავი გამოწვევა აქვს, რომელსაც წარმატებით უმკლავდება, რაც კარგად ჩანს მისი ზრდის ტემპშიც, ექვსი უკვე არსებული ფილიალი და მომავლის გეგმა - დამატებითი ხუთი ფილიალი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის ევროპაში.