Sponsored Content

SEU-ს და EHL-ის, მსოფლიოს N1 უნივერსიტეტის მასპინძლობის მენეჯმენტის და ტურიზმის სფეროში, ერთობლივი საბაკალავრო და პროფესიული განათლების პროგრამები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს და EHL-ის, მასპინძლობის მენეჯმენტის და ტურიზმის სფეროში მსოფლიოს N1 შვეიცარიული უნივერსიტეტის, ერთობლივმა პროფესიულმა განათლების გადამზადების ცენტრმა სტარტი აიღო.

აღნიშნული ცენტრი იქნება საფუძველი იმისა, რომ EHL Hospitality Business School (EHL)-ის თანამშრომლობით თბილისის არეალში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში სრულიად ახალი კამპუსის ფარგლებში შეიქმნება სტუმარ-მასპინძლობის, ასევე ტურიზმის სფეროს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიკვლიონ გზა გლობალურ ასპარეზზე.

ცენტრის მიზანი იქნება სტუდენტების აღჭურვა პრაქტიკული უნარებითა და ინდუსტრიულ სპეციფიკაზე მორგებული ცოდნით, რაც უზრუნველყოფს მათ მზაობას როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო, დინამიკური სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის.

საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაში ეს უპრეცედენტო მოვლენაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში განათლებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით. SEU-სა და EHL-ს შორის თანამშრომლობა 1 წლის წინ დაიწყო და სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის, ხელმძღვანელობით 10-13 ივნისს იმყოფებოდა შვეიცარიაში. ისინი ეწვივნენ EHL-ის კამპუსს, შეხვდნენ აკადემიურ პერსონალს და ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

შეხვედრის მიმდინარეობისას SEU-ს პარტნიორებმა მკაფიოდ დააფიქსირეს მათი დადებითი დამოკიდებულება და მზაობა ამ ახალი მასშტაბური პროექტის მიმართ:

"SEU-ს მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და EHL-ის გამოცდილების კომბინირებით, რომელიც 130 წელია ქმნის განათლების უმაღლეს სტანდარტს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, დარწმუნებულნი ვართ, რომ სტუდენტები მიიღებენ უბადლო გადამზადებას. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გავუკვალავთ გზას ახალ თაობებს, რომლებიც აამაღლებენ ინდუსტრიაში არსებულ მომსახურებას და დანერგავენ ინოვაციურ სტანდარტებს."

SEU-ში კი აცხადებენ, რომ მათთვის სასიხარულოა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან ერთად სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის გამორჩეული კადრები მოამზადონ და მისცენ საერთაშორისო დონის განათლება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალებით შევძლოთ მოვამზადოთ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რითაც ხელს შევუწყობთ ქვეყანაში და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის სფეროსა და ტურიზმის სექტორის განვითარებას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ მასპინძლობის ინდუსტრიის მრავალი შესაძლებლობა და გამოწვევა, ამავდროულად, გაეცნონ ინოვაციურ აზროვნებასა და თანამედროვე მიდგომებს. EHL-ის მხარდაჭერით, სტუდენტებს მივაწვდით ხარისხიან განათლებას მასპინძლობის სფეროში, რომელიც აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის სტანდარტებს, რამაც განაპირობა EHL-ის მსოფლიო მასშტაბის რეპუტაცია 1893 წლიდან." - ამბობენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში.