Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Skillwill-მა და ლუქსემბურგულმა Venture Fund-მა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ფინანსური ინვესტიციის განხორციელებას ისახავს მიზნად. ეს საშუალებას მისცემს Skillwill-ს გააუმჯობესოს სწავლებისა და სერვისის ხარისხი, გაზარდოს ბიზნეს შესაძლებლობები და შექმნას უფრო მაღალკვალიფიციური კადრების ბაზარი საქართველოში.
2022 წლის მონაცემებით, Skillwill-ის კურსების გავლის შედეგად 800-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო პროფესიული ცოდნა და გაიუმჯობესა სამუშაო უნარები. კურსდამთავრებულთა 25%-ზე მეტი ამჟამად უკვე დასაქმებულია - დიდი ნაწილი კი, კვლავ აგრძელებს საკუთარი ცოდნის გაღრმავებას.
საერთაშორისო ინვესტიცია ხელს შეუწყობს Skillwill-ის მასშტაბების ზრდას, შესაბამისად 2023 წელს უკვე 5000-ზე მეტი სტუდენტის გადამზადება იქნება შესაძლებელი.
დიჯიტალიზაციის პერიოდში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერო მიმართულება საგანმანათლებლო ტექნოლოგიებია - Edutech. განსხვავებული და ინოვაციური სწავლების მიდგომები, უფრო ეფექტურს ხდის თანამედროვე პროფესიების ათვისებას და საჭირო უნარების გამომუშავებას.
საქართველოს აქვს პოტენციალი, კარგად გამოიყენოს არსებული სამუშაო რესურსი და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მისცეს საჭირო კვალიფიკაცია დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. მსოფლიოში უფრო და უფრო საჭირო ხდება მეტი პროგრამისტის, როგორც სამუშაო ძალის არსებობა. მაგალითად, აშშ-ში დღევანდელი მონაცემებით 1,5 მლნ პროგრამისტის საჭიროებაა, ხოლო ევროპაში - 1 მლნ.
Skillwill-ც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მისცეს საჭირო ცოდნა და უნარები ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს დაიწყოს ახალი კარიერა ან გახდეს უფრო მაღალკვალიფიციური კადრი.
"Skillwill-ს შეუძლია, არამხოლოდ საქართველოში იქცეს ნომერ პირველ საგანმანათლებლო პლატფორმად, რომელიც ადამიანებს Edutech-ს შესთავაზებს, არამედ მოიცვას აღმოსავლეთ ევროპა და სხვა ბაზრები", - Stiven Muccioli, სქილვილის ინვესტორი.
Skillwill სტუდენტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის და საშუალებას აძლევს მათ მიიღონ საჭირო ტექნიკური ცოდნა, მოამზადონ საკუთარი პორტფოლიო სრულყოფილად და განავითარონ რბილი უნარები, რომელიც დაეხმარება მათ სამუშაო გარემოსთან მარტივად ადაპტირებასა და ძლიერი ქსელის ჩამოყალიბებაში. კურსდამთავრებულები ფლობენ ისეთ უნარებს, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, დროის სწორი მენეჯმენტი და ორგანიზაციულ კულტურაში არსებობისთვის სხვა აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ტექნოლოგიური მიმართულების გარდა, Skillwill-ს დაემატა ციფრული მარკეტინგის და ინგლისური ენის კურსები. თანამედროვე პროფესიების დასაუფლებლად, ძირითადად, ინგლისურენოვანი მასალის გაცნობაა საჭირო, შესაბამისად, ახალი კარიერის დასაწყებად, აუცილებელია ინგლისური ენის გარკვეულ დონეზე ცოდნა.
ლუქსემბურგული ინვესტიციის მეშვეობით, წლის ბოლომდე Skillwill გეგმავს ახალი მიმართულებების დამატებას, იტალიისა და მექსიკის ბაზარზე შესვლას და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლას.