Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Stargator - ქართული კრიპტოგადახდების სისტემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში Web 3.0 და კრიპტოეკოსისტემა დღითიდღე ვითარდება და ამასთან, სულ უფრო მეტი ადამიანი უცხადებს ნდობას დეცენტრალიზებულ სისტემას, სადაც მონაცემები სრულად დაცულია, ციფრული აქტივები კი საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად ინახება. ამ მსოფლიო ტრენდს არც საქართველო ჩამორჩება და ქართულ რეალობაში ჩნდება ისეთი კომპანიები, რომელთაც ახალი გამოცდილება შემოაქვთ ბაზარზე და ქმნიან ალტერნატივას, რომელიც ტრადიციულ ფინანსებს უფრო თანამედროვე მოდელებით ანაცვლებს.

ამ მომავლის ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ კომპანიებს შორისაა Stargator-ი – კრიპტოგადახდის სისტემა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს კრიპტოგადახდების გატარებაში ეხმარება. სისტემა, რომელსაც Stargator-ი საზოგადოებას სთავაზობს, მარტივი და მოქნილია გამოსაყენებლად როგორც ორგანიზაციებისთვის, ასევე იმ კერძო პირებისთვის, ვისაც კრიპტოთი გადახდა სურს.

"კრიპტოსა და Web 3.0-ის მიმართულებით ვმუშაობ 2015 წლიდან, ვთანამშრომლობდი ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებთან; ამ პერიოდის განმავლობაში იყო ბევრი გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ Web 3.0 და კრიპტოეკოსისტემა დღითიდღე ვითარდება, ბიზნესებსა და სხვადასხვა ორგანიზაციას უჭირთ კრიპტოს მიღება, გადახდების სისტემის დაუხვეწაობის გამო. ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობ ე.წ. კრიპტო Holder-ების მენტალიტეტს და შემიძლია ორივე მხრიდან შევაფასო შესაძლო რისკები; თუ რა პრობლემას შეიძლება წააწყდეს გადამხდელი ან მიმღები ტრანზაქციის დროს. ვფიქრობ, ამ ინდუსტრიას არაორთოდოქსულად უნდა შევხედოთ და გამოვიყენოთ სწორედ ის საშულებები, რაც მას უნიკალურს ხდის. ჩვენ არ უნდა დავიწყოთ არსებული ფინანსური ინდუსტრიის გადმოკოპირება Web3-ში, არამედ უნდა გამოვიყენოთ ის საშენი ბლოკები, რასაც ეს უნიკალური ეკოსისტემა გვთავაზობს", - Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს გიორგი კიკნაძე, Stargator-ის დამფუძნებელი.

Stargator-ის იდეის ავტორი Web 3.0-ში დაახლოებით 10 წელია რაც მუშაობს, შესაბამისად, ამ ტექნოლოგიის შესახებ უამრავი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა. დაახლოებით ერთი წელი აქტიურად მუშაობდა იმისათვის, რომ გაეგო, რა სჭირდებოდა კრიპტოეკოსისტემას და რა ინოვაციის შეტანას შეძლებდა კრიპტოგადახდებში. ბევრი განხილვისა და კვლევის შედეგად, გიორგი კიკნაძემ გუნდთან ერთად მიაგნო ბერკეტს, რომელიც სრულად შეცვლის მომხმარებლის დამოკიდებულებას კრიპტოგადახდების მიმართ და ამასთან, დაეხმარება ინდუსტრიას, შეიძინოს სიახლეები, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სხვადასხვა პროცესს კრიპტოგადახდების მიმართულებით.

"იდეაზე მუშაობისას, უპირველესად, ყველაზე რთული იყო მთავარი ფუნქციონალის მოფიქრება, რომელიც კრიპტომომხმარებლებს გაუმარტივებს კრიპტოს გადახდას. შემდეგ იდეის ვალიდაცია, რომ ნამდვილად შესაძლებელია ტექნიკურად ამის განხორციელება. ახლა კი იმ ფაზაში ვიმყოფებით , როდესაც სრულად ფოკუსირებულები ვართ ჩვენი სერვისის დახვეწაზე და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ინვესტიციების დროულად მოზიდვაზე.

რაც შეეხება ინსპირაციას ჩვენს საქმიანობაში - მე არ ვუყურებ ამ წამოწყებას როგორც მხოლოდ სტარტაპს. მჯერა, რომ შეგვიძლია მივწვდეთ ისეთ ბაზარს, სადაც ტრადიციულმა ფინანსებმა ვერ იმუშავა. ამის გამო ელექტრონული კომერცია და ზოგადად, ონლაინგადახდები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ზუსტად ამ გამოტოვებული ადგილის კრიპტოგადახდებით შევსებას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბიზნესებს კომერციის ამუშავებაში და სულ პატარა წვლილი მაინც შევიტანოთ მათი ეკონომიკის გაჯანსაღებაში", - განმარტავს გიორგი კიკნაძე.

რაც შეეხება სამომავლო განვითარების ხედვასა და პერსპექტივას, Stargator-ის გუნდი მომდევნო ერთი წელი ფოკუსირებული იქნება სერვისის გაუმჯობესებაზე. ბაზარზე გაუშვებენ საპილოტე ვერსიას, რომელიც იმ ბიზნესებსა და ადამიანებს დაეხმარება, ვისთვისაც ტრადიციულმა ფინანსურმა მოდელებმა ვერ გაამართლა. Stargator-ი კი მათ შესთავაზებს ისეთ სერვისებს, რაც ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარებათ.

"ზოგადად, მჯერა, რომ ბიზნესი ან ნებისმიერი საქმე არის წარმატებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ის აგვარებს რეალურ პრობლემებს, უგვარებს პრობლემებს რეალურ ხალხს, ხოლო ამის ჯილდოდ იღებს შემოსავალს. მომავალი გვიჩვენებს, თუ როგორ შევძლებ ამ ჰიპოთეზის რეალობად ქცევას", - სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს Stargator-ის დამფუძნებელი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

სიახლეები

Optimo.ge - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა

პირველი ქართული პროგრამა, რომელიც სრულად ერგება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე