Sponsored Content

სტუდენტების საყიდლების სია თბილისის წიგნის დღეებზე- ღონისძიების პარტნიორი საქართველოს ბანკია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მკითხველების საყვარელი საშემოდგომო დღესასწაული კარს მოგვადგა: თბილისის წიგნების დღეები 15-17 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში იმართება!

ამ დროს ყველა სულმოუთქმელად ელოდება სიახლეებსა და ფასდაკლებებს. თუ როგორია ახალგაზრდა მკითხველების საფესტივალო ტრადიციები, ვის უნდა გავსაუბრებოდით, თუ არა გადაცემა "წიგნების თაროს" მონაწილეებს.

მე-12 სტუდენტური სეზონის მონაწილე გუნდის "კარიატიდა" წევრები – მარიამ ჯანუაშვილი, ლუკა მირგატია და ნიკა ბერიძე გვიზიარებენ თავიანთ საფესტივალო განწყობებს:

ახალი თარგმანი, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდები

ნიკა: დონა ტარტის "ჩიტბატონა"

მარიამი: სიმონ დე ბოვუარის "მეორე სქესი

ლუკა: ფერნანდა მელჩორის "პარადაისი"

წიგნების სერია, რომლის სიახლესაც ყოველთვის განსაკუთრებით ელოდები?

ნიკა: ლიტოდისეა

ლუკა: დიოგენეს ბიბლიოთეკა

მარიამი: გამომცემლობა პოლინომიალის წიგნები

რომელი ქართველი ავტორის წიგნის შეძენას აპირებ ამ ფესტივალზე?

მარიამი: მედეა ზაალიშვილი

ლუკა: აკა მორჩილაძე

ნიკა: ივა ფეზუაშვილი

საყვარელი წიგნი, რომელიც სწორედ წიგნის ფესტივალზე აღმოაჩინე

ნიკა: რეიმონდ კარვერის "რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე"

მარიამი: ბ.ფ. სკინერის "უოლდენ ორი"

ლუკა: ჰანა არენდტის "აიხმანი იერუსალიმში"

როგორც განათლებისა და შემეცნების ერთგული მხარდამჭერი, საქართველოს ბანკი წელსაც ფესტივალის პარტნიორია, რათა ყველა ასაკის მკითხველს მიეცეს შესაძლებლობა, განათლების გზაზე არ გაჩერდეს. ამიტომ ადგილზე სხვადასხვა შეთავაზება დაგხვდებათ: PLUS ბარათით გადახდისას 30-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ (მაქს. 10 000 PLUS), ანალოგიური პირობებით ისარგებლებენ სტუდენტური ბარათის მფლობელები, sCool Card-ით გადახდისას კი 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი) დაგიბრუნდებათ. ამისათვის კი აუცილებელია შეთავაზების sCoolApp-ში გააქტიურება.