"სულაკაურის გამომცემლობის" რჩეული მასწავლებლების ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია - ინიციატივის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უკვე ოთხი წელია "სულაკაურის გამომცემლობა" კამპანიას #მადლობამასწავლებელო ახორციელებს, რომლის მიზანი მასწავლებლების პროფესიის დაფასება და წინ წამოწევაა. ინიციატივის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
პროექტის ფარგლებში, გამომცემლობა ყოველწლიურად რჩეულ მასწავლებლებს ავლენს და მათ სხვადასხვა სახის პრიზებს გადასცემს.
კონკურსის ფარგლებში მასწავლებლების შერჩევა სხვადასხვა დამსახურებების მიხედვით ხდება. მათ შორის, ახალგაზრდების მიმართ გამოხატული გამორჩეული ნდობისა და მათი თავისუფალი აზრის დაცვისთვის; მოზარდებისთვის თვითგამოხატვის სივრცეებისა და საშუალებების შექმნისა და თემის გასაძლიერებლად შეუპოვარი ბრძოლისთვის; მოსწავლეების დაუვიწყარ თავგადასავლებში ჩართვისა და მრავალფეროვანი პროფესიული ძიებებისთვის; მასწავლებლის პროფესიის თანამედროვე გააზრებისთვისა და საკლასო ოთახში მოსწავლეებისთვის სიხარულისა და ცოდნის მომტანი ქაოსის მოწყობისთვის.
2024 წლის მასწავლებლების ჯილდოს ფარგლებში გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ:
- თინათინ გაგნიძე, ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის მასწავლებელი;
- სოფიო ქუხილავა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მასწავლებელი;
- ეკა ქართველიშვილი, ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მასწავლებელი;
- თამუნა ლაღიძე, თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი;
- ვეფხვია მანია, თბილისის 58-ე საჯარო სკოლისა და ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" მასწავლებელი;
- ელიზა ნიჟარაძე, თბილისის ჟიური შარტავას სახელობის 62-ე საჯაროს სკოლის მასწავლებელი;
- თამარ ნათაძე, ქალაქ თბილისის 221-ე და 132-ე საჯაროს სკოლების მასწავლებელი;
- მარიამ ჯამდელიანი, მასწავლებელი;
- ნიკა ხაჩიძე, ქალაქ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი;
- მანანა (მიკო) მიქავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯაროს სკოლის მასწავლებელი.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა ათივე მასწავლებელს პლანშეტური კომპიუტერი გადასცა.