სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
5-6 სექტემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში (კ.ქუთათელაძის #3) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის 14-წევრიანი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ავსტრიისა და ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებს აერთიანებს.
მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შედიან (მათ შორის არიან: Goethe Institut-ის დირექტორი და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში).
"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, რომლის როლიც უნივერსიტეტის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ამოცანა და მიზანი არის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სასწავლო, სამეცნიერო და მმართველობით საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კოლეგიური გადაწყვეტილებების მიღება, მისიისა და განვითარების სტრატეგიული გეგმის გაუმჯობესება და ეფექტურად განხორციელება, რეკომენდაციების განსაზღვრა. ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება დამეხმარება საბჭოს წევრებთან და რექტორთან ერთად, ხელი შევუწყოთ უნივერსიტეტის ეფექტიან მართვასა და განვითარებას" - საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში - გაბრიელა ფონ ჰაბსბურგ ლოტრინგენი.
როგორც "საბაუნის" რექტორმა, ვაჟა ვარდიძემ აღნიშნა, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს როლი უნივერსიტეტის განვითარებისთვის მეტად საპასუხისმგებლოა, რადგან მისი მიზანი სტრატეგიული საკითხების ჯეროვნად გადაწყვეტა და უნივერსიტეტის ეფექტური მართვის ხელშეწყობაა: "შეხევდრის ფარგლებში წევრები კიდევ ერთხელ გაეცნენ უნივერსიტეტის მიზნებს, ღირებულებებს და მეტად მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიულ საკითხებზე, რომელზეც უნდა დავიწყოთ ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობა.ამასთანავე, ვფიქრობ, აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ქართული საგანამანათლებლო სივრცის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან უფრო მეტად დაახლოებასა და ქართველი სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას".
"Საბაუნის" საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად შეიკრიბება და უნიევრსიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.