Sponsored Content

თბილისის კომუნიკაციის სკოლამ "გზამკვლევი მარკეტერებისთვის: საქართველოს ტრენდების რეპორტი 2024" გამოაქვეყნა!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.


თბილისის კომუნიკაციის სკოლამ "გზამკვლევი მარკეტერებისთვის: საქართველოს ტრენდების რეპორტი 2024" გამოაქვეყნა!

"ჩვენთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროფესიონალების გაზრდა და მათთვის ნავიგაციისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების მიცემა.

ყოველდღიურად ვუყურებთ მარკეტერებს, რომლებიც ინტუიციურად იღებენ გადაწყვეტილებას და უამრავ დროსა თუ რესურსს ხარჯავენ იმის გამორკვევაში რა იმუშავებს და რა არა. სამწუხაროდ, ამ მხრივ არ არსებობს ადგილობრივ ბაზარზე მორგებული ერთიანი რეპორტი, რომელიც მარკეტერებს დაეხმარებათ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში. " ამბობს, commschool-ის მარკეტერი, მზიკო ვარამიშვილი.

გზამკვლევი მიზნად ისახავს, მარკეტერებს მისცეს ერთიანი, შეჯერებული მიგნებები, რომელსაც გამოიყენებენ გადაწყვეტილებების მიღებაში, ეფექტური კამპანიების შექმნასა და მათი მიზნების მიღწევაში.

გზამკვლევი დაყოფილია რამდენიმე მსხვილ თემად:



1. ტექნოლოგიური ტრენდები- მისი გავლენა ყოველდღიური მარკეტინგული პროცესების გამარტივებაზე, მათ შორის, მომხმარებლის ქცევის მონიტორინგსა და data-driven სტრატეგიების შემუშავებაზე;



2. მომხმარებლის ტრენდები- როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, რამდენად ინფორმირებული თუ მომთხოვნი გახდა როგორც პროდუქტის ხარისხის, ისე ბრენდის მიმართ;



3. თანამედროვე მარკეტინგი- რეფლექსია, თუ როგორ მცირდება ბრენდს, მარკეტინგსა და პროდუქტს შორის საზღვრები და როგორ აისახება ეს მარკეტინგის დეპარტამენტის სტრუქტურაზე;



4. ბიუჯეტი- საკომუნიკაციო არხების განაწილება და ტრენდები;



5. კონტენტის ტრენდები- სასიცოცხლო ციკლის შემცირება და კონტენტის განახლების სიხშირე.

რეპორტის მთავარი ღირებულება იმ 40 მსხვილი კომპანიის მარკეტერების შეჯერებული მიგნებებია, რომელიც მარკეტერებს დაეხმარება შეაფასონ ადგილობრივი ბაზრის რეალობა, მოლოდინები და ამ მოცემულობით მიიღონ გადაწყვეტილებები. ეს არამარტო მათ, არამედ ინდუსტრიის განვითარებას შეწყობს ხელს.

"გზამკვლევი მარკეტერებისთვის: საქართველოს ტრენდების რეპორტი 2024" commschool-ის ვებ-გვერდზე უკვე ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.

გზამკვლევზე commschool-თან ერთად კვლევითმა ორგანიზაციამ ANOVA-მ იმუშავა, რომლის გუნდიც რეპორტის შექმნაში საწყისი ეტაპიდანვე იყო ჩართული. მეთოდოლოგიას რაც შეეხება, გზამკვლევი დაფუძნებულია როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ კვლევაზე საქართველოს იმ წამყვან კომპანიებთან, რომელთა წლიური მარკეტინგული ბიუჯეტი აღემატება 100,000 ლარს.

ჯამში გამოკითხულია 40-მდე კომპანიის მარკეტერი შემდეგი ინდუსტრიებიდან, დაზღვევა, საბანკო და საფინანსო ინსტიტუტები, აზარტული თამაშები, მომსახურება, ალკოჰოლი, ელ-კომერცია, ნავთობი, ავტომობილები, დეველოპმენტი.

შედეგად კი შეიქმნა 60 გვერდიანი რეპორტი, რომელიც ქეისებით, რეკომენდაციებითა და ინსაითებით არის დატვირთული.

რეპორტის ილუსტრაციებსა და დიზაინზე commschool-ის ლექტორმა, მარიამ გოგიაშვილმა იმუშავა. ხოლო ტექსტის კორექტირებაში კურსდამთავრებული, თინათინ გეგენავა იყო ჩართული.

სამომავლო გეგმად მარეკტერების გზამკვლევის შექმნაში უფრო მეტი კომპანიის ჩართვას და ყოველწლიურად გამოშვებას მოიაზრებენ, ამასთანავე დაგეგმილია რეპორტის თემი გაფართოება და სხვა ინდუსტრიების ათვისება.