თბილისში მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიების ურბანული ფორუმი გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ხვალ, 17 ნოემბერს, 09: 30 საათზე, სასტუმროში ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსი" გაიხსნება სამშენებლო ფორუმი ,,მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიები ურბანულ განვითარებაში." ღონისძიება ტარდება Property Georgia-ს და FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით. ფორუმის სპონსორები არიან ,,პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო" (Polish Investment and Trade Agency (PAIH) და პოლონეთის საელჩო საქართველოში. ღონისძიების პარტნიორია ,,სოლიდარობის ფონდი" (Solidarity Fund PL - Fundacja Solidarności Międzynarodowej).
მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიების ურბანულ ფორუმს გახსნის პოლონეთის ელჩი საქართველოში, ბატონი მარიუშ მაშკიევიცი. ფორუმი შედგება ორი სესიისგან. პირველი სესია შეეხება მდგარდი ურბანულ განვითარების გეგმარებას და დაფინანსების , მეორე სესია კი დაეთმობა მწვანე და თანამედროვე ჭკვიანი ქალაქების ტექნოლოგიებს ურბანული განვითარების ჭრილში. ღონისძიებაში მონაწილეობს მიიღებენ პოლონეთის საელჩოს მიერ სპეციალურად მოწვეული სპიკერები: ბატონი ლუკაშ პანჩევიჩი, ურბანული განვითარების და სივრცითი დაგეგმარების ექსპერტი, გდანსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან და ბატონი მატეუშ ლუბა, დოქტორი - ბიოტექნოლოგი, ვარშავას ელექტროტექნიკის ინსტიტუტუდან.
"პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს" თბილისის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ბერუაშვილის განცხადებით, თანამედროვე ურბანული დაგეგმარების წინაშე დგას ძალიან დიდი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ურბანული მოსახლეობის დინამიურ ზრდასთან, გარემოს დაბინძურებასთან და ბუნებრივ რესურსებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობასთან. ,,ამ გამოწვევებთან საბრძოლველად, პოლონეთი ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივებს, რომელიც ხელს უწყობს მწვანე ტექნოლოგიების განვითარებას. ეს ქვეყანა საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს განახლებადი ენერგიის განვითარებაში, განსაკუთრებით ქარის ელექტროსადგურების სფეროში ასევე ხელს უწყობს ელექტრომობილობის განვითარებას," აღნიშნა ეკატერინე ბერუაშვილმა. მისივე თქმით, პოლონეთის ხელისუფლებამ დანერგა ენერგოეფექტურობის მხარდამჭერი პროგრამები შენობებსა და საწარმოებში აგრეთვე აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ინიციატივებში. პოლონეთისთვის ასევე მნიშვნელოვანია სივრცის დაგეგმარება და მიწის განვითარება, რაც მოიცავს ბუნებრივი ტერიტორიების დაცვას და ეკოლოგიური ურბანული გადაწყვეტილების ხელშეწყობას.
,, Property Georgia-ს და FIABCI-Georgia-ს დაფუძნების პირველივე დღიდან ჩვენი აქტივობების უმეტესი ნაწილი მწვანე, მდგრადი და მედეგი მშენებლობის და ურბანისტიკის საუკეთესო პრაქტიკების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ცოდნის გაზიარებას ემსახურება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ამ თემების მნიშვნელოვნების გასაზრდელად, ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად და ინდუსტრიის ეკოსისტემის გასაუმჯობესებლად სფეროსთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტეიკჰოლდერის ჩართვას და გაერთიანებას," აღნიშნა ლიკა ქარდავამ, Property Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა და დამფუძნებელმა. მისი თქმით, სრულდება მორიგი საინტერესო აქტივობის სამზადისი: ,,ეს არის ფორუმი, რომელიც ასევე მოიცავს B2B /B2G ფორმატს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პოლონური მხარის ძლიერი მხარდაჭერით ტარდება .დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების თანაორგანიზატორებს, მხარდამჭერებს,მოწვეულ სპიკერებს და დელეგატებს ამ თემის ირგვლივ გაერთიანებისთვის!"-განაცხადა ლიკა ქარდავამ.
,,მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიები ურბანულ განვითარებაში,"-აღნიშნული ფორუმის დასახელაბაში აქცენტირებული თემები და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სექტორისთვის. ყველა მიმართულებაში, იქნება ეს ენეგოეფექტური მშენებლობა თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რაც დადებითად აისახება სამშენებლო უძრავი-ქონების სექტორის მდგრად განვითარებაზე და განაპირობებს ნაკლებ CO2 ემისიებს გარემოში, პოლონეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მნიშვნელოვანია განვიხილოთ მათი პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ ახდენენ ამ ყველაფერის იმპლემენტაციას უძრავი ქონების პროექტებში, ქალაქების დაგეგმარებასა თუ საჯარო სივრცეების მოწყობაში. პოლონეთის მხრიდან ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო პრაქტიკის გაზიარება, " აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა, FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა. ის ასევე გახლავთ ,,შუხმან ჯგუფის" გენერალური დირექტორი.ნ უცას აბრამიშვილის თქმით, საქართველოში, როგორც ევროპული სტანდარეტების ქვეყენაში, რომელიც კანონმდებლობით უკვე ითვალისწინებს მწვანე მშენებლობის რიგ საკითხებს, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი განახლებადი ენერგიის მიმართულებების განსავითარებლადაც, როგორებიცაა, მაგალითისთვის მზის და ქარის ენერგია. ,,ეს არის მომავალი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია განვითარებასთან, ნაკლები ენერგიის დახარჯვასთან და გარემოს უკეთ გაფრთხილებასთან," განმარტა მან.
,,გასულ წელს პოლონეთმა ევროკავშირის ქვეყნებს შორის CO2 ემისიებს ყველაზე მეტი კლება აჩვენა. ადგილობრივი მსხვილი ენერგო მწარმოებლები ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას გეგმავენ შემდგომი 15-20 წლის პერსპექტივაში. იგივე შეეხება ავტომობილებსაც. როგორც ვხედავთ, მდგრადი ურბანული განვითარების და ჭკვიანი ქალაქების ტექნოლოგიების პოლონური გამოცდილება მნიშვნელოვანია გაზიარდეს მუნიციპალიტეტებთან და ადგილობრივ უძრავი ქონების სექტორთან. ამასთან, ევროპასთან ინტეგრაციის მიახლოებასთან ერთად, ჩვენს ქვეყანას ეკისრება პასუხისმგებლობა აწარმოოს ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება-გაუმჯობესებაზე მიმართული მდგრადი სამშენებლო პოლიტიკა," განაცხადა ქეთი ტაბატაძემ, Property Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა და თანა-დამფუძნებელმა.
ფორუმზე მოწვეული პოლონელი და ქართველი ექსპერტები ისაუბრებენ მწვანე და ჭკვიანი ტექნოლოგიების როლზე ურბანულ განვითარებაში და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ ორი ქვეყნის ქალაქების ღირებულ ინსაითებს და გამოცდილებას. სესიების დასრულების შემდგომ მოწვეული კომპანიების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ მონაწილე პოლონური კომპანიებს B2B / B2G ფორმატში.
ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება თავისი შინაარსით და ფორმატით, კერძო-საჯარო თანამშრომლობის მორიგი გამორჩეული მაგალითია, რაც სხვადასხვა სახის შეხვედრებში შემდგომშიც გაგრძელდება.