თბილისში საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო ''ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი'' გაიხსნა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია "რედიქსმა" თბილისში საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო "ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი" გახსნა.
სასტუმრო ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს და ბოლო წლებში ბიზნესტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს საქართველოში.
პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის, 170 კომფორტული ოთახი, 8 საკონფერენციო დარბაზი და ქართულ-ევროპული რესტორანი "ანდაზი" არის წარმოდგენილი. შენობის არქიტექტურაზე ლევან მუშკუდიანმა და ირაკლი შარაშიძემ იმუშავეს. რაც შეეხება სასტუმროს ინტერიერს, კონცეფცია კომპანია "რედიქსის" დიზაინერთა ჯგუფმა და ლევან მუშკუდიანმა ერთობლივად შეიმუშავეს. " ჰილტონ გარდენ ინნში" განთავსებულია თანამედროვე ქართველი არტისტის - მაია სუმბაძის ნამუშევრები.
შენობას მარცხნიდან ესაზღვრება თანამედროვე A კლასის ბიზნესცენტრი "CH64", სადაც სხვადასხვა საერთაშორისო და დიპლომატიური ორგანიზაციების ოფისები მდებარეობს.
სასტუმროს ადგილმდებარეობა იდეალურია, როგორც ბიზნესმოგზაურებისთვის, ასევე ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისთვის ვისაც სურს საკუთარ თავზე გამოსცადოს "ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის" განსაკუთრებული ატმოსფერო.